Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალში საპროტესტო აქციები გრძელდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 დეკ.'11 / 10:50

ორშაბათს ოპოზიციის საპროტესტო აქციის მეექვსე დღე გაგრძელდა, რადგანაც ალა ჯიოევას და კრემლის წარმომადგენელს შორის კვირას გამართული მოლაპარაკებების შედეგად რაიმე გარღვევა არ მომხდარა.

ალან პლიევმა, ჯიოევას ოთხი მოკავშირიდან ერთ–ერთმა, რომელიც მოლაპარაკებებში მონაწილეობს, განაცხადა, რომ კვირის შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

სერგეი ვინოკუროვმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხოეთის ქვეყნებთან რეგიონალურ და კულტურულ ურთიერთობებს კურირებს, განაცხადა, რომ მას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის „შუამავლის“ როლი აკისრია.

„ჩემი როგორც შუამავლის როლია განვმუხტო დაძაბულობა და დავეხმარო მხარეებს მიუსხდნენ მოლაპარაკებების მაგიდას; ჯერჯერობით ამაში წარმატებას ვაღწევთ“, – იტყობინება „ინტერფაქსი“ ვინოკუროვის სიტყვებზე დაყრდნობით. კრემლის წარმომადგენელმა, რომელიც ცხინვალში 30 ნოემბრიდან იმყოფება, ეს განცხადება შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

ჯიოევას მოკავშირეებმა აღნიშნეს, რომ კრემლის წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ ჯიოევას სარჩელზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდონ. ჯიოევა სასამართლოს ადრინდელი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, რომლითაც 27 ნოემბრის მეორე ტურის შედეგები გაბათილდა. თუმცა, ოპოზიცია შიშობს, რომ სასამართლო საკასაციო სარჩელის განხილვის გაჭიანურებას ეცდება.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამჟამინდელმა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა, რომლის დაუყონებლივ გადადგომა ოპოზიციის მოთხოვნებს შორისაა, განაცხადა, რომ ხელისუფლება არ უნდა დაემორჩილოს ოპოზიციის ულტიმატუმებს.

კვირას საერთაშორისო თანამეგობრობისადმი მიმართვაში, რომელიც აქციაზე იქნა წაკითხული, მომიტინგეებმა კრიზისის მოგვარებაში მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

„სამხრეთ ოსეთის ხალხი მოგმართავთ თხოვნით დაუყონებლივ ჩაერიოთ მიმდინარე მოვლენებში სიტუაციის სტაბილიზაციის და კონსტიტუციური წესრიგის აღდგენის მიზნით... საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში, შესაძლოა, კიდევ ერთი ტრაგედია მოხდეს. მთელი ხალხის და თითოეული ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლება უცვლელ ღირებულებას წარმოადგენს, რომლით მანიპულირებაც შეუძლებელია“, – იტყობინებიან ადგილობრივი და რუსული საინფორმაციო სააგენტოები მიმართვის ტექსტზე დაყრდნობით. მასში ასევე ნათქვამია, რომ პოსტ–საარჩევნო კრიზისმა „შესაძლოა მთელი კავკასიის დესტაბილიზაცია მოახდინოს“.

4 დეკემბერს სეპარატისტული რეგიონის ამომრჩევლებმა, რომელთა უმრავლესობასაც რუსული პასპორტები აქვთ, სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ერთი დღით ადრე ოპოზიციამ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მისულიყვნენ საარჩევნო უბნებზე და რუსეთის მმართველი პარტიისთვის მიეცათ ხმა იმის საჩვენებლად, რომ მომიტინგეები „რუსეთის გვერდით დგანან“.

4 დეკემბერს მიტინგის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ალა ჯიოევას „საპრეზიდენტო ინაუგურაციის“ გამართვას 10 დეკემბერს აპირებენ.

ცხინვალის ცენტრში შეკრებილი მომიტინგეები ზამთრის ცივ ღამეებს კასრებში დანთებულ ცეცხლთან ატარებენ. მთავრობის შენობის წინ დაბანაკებული მომიტინგეები პირობას დებენ, რომ მანამ არ დაიშლებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
41