Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალში ოპოზიციის აქციის მონაწილეები გადადგომის შესახებ კოკოითის განცხადებას ელიან
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 დეკ.'11 / 13:46

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გადადგომის შესახებ განცხადებას ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გააკეთებს.

ამ განცხადებას ელიან ოპოზიციის ლიდერის ალა ჯიოევას მხარდამჭერები, რომლებიც კვლავ განაგრძობენ საპროტესტო აქციას ცხინვალის ცენტრში, რომელიც 27 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის გაბათილების წინააღმდეგ წამოიწყეს. გაუქმებულ არჩევნებში ალა ჯიოევამ კრემლის ფავორიტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა.

„რია ნოვოსტი“ კოკოითის ადმინისტრაციიდან წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ სეპარატისტული რეგიონის ლიდერი თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას შაბათს, 17 საათისთვის გააკეთებს.

„მე თქვენთან კარგი ახალი ამბებით მოვედი,“ – განუცხადა ჯიოევამ რამოდენიმე ასეულ მხარდამჭერს მიტინგზე, რომლებიც მას ოვაციებით შეხვდნენ, „იცით, რომ ჩვენი ურთიერთობების მთელი ამ წლების განმავლობაში, მე არასოდეს არ ვხელმძღვანელობდი პირადი ინტერესებით, იყო მნიშვნელოვანი, სახელმწიფოებრივი, სტრატეგიული, ეროვნული ინტერესები, რომლებიც ყოველთვის უპირატესი იყო პირადზე. ასე მოვიქეცით ჩვენ ამჯერადაც. სამხრეთ ოსეთის საზოგადოება იყო სერიოზულად დაყოფილი ორად, ისინი ბარიკადების სხვადასხვა მხარეს იდგნენ...  ვფიქრობ, რომ ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება შეთანხმებაზე დაგვეხმარება, რომ მოვახდინოთ სამხრეთ ოსეთის საზოგადოებრიობის კონსოლიდირება და დავამტკიცოთ, რომ ჩვენ ვდგავართ სერიოზული დემოკრატიული ცვლილებების გზაზე“.

განმეორებითი არჩევნები რეგიონში 25 მარტს გაიმართება. შეთანხმების თანახმად, მასში მონაწილეობის მიღების უფლება ალა ჯიოევასაც ექნება. 

შეთანხმების მიღწევამდე კოკოითი, რომლის მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა 7 დეკემბერს ამოიწურა, გადადგომას არ აპირებდა და რეგიონის ლიდერად დარჩენას არჩევნებამდე გეგმავდა.

თუმცა შეთანხმების თანახმად, მის ნაცვლად დროებითი ლიდერის ადგილს დე ფაქტო პრემიერ–მინისტრი ვადიმ ბროვცევი დაიკავებს, რომელიც რეგიონის მკვიდრი არ არის და იქ რუსეთმა გაგზავნა 2009 წლის გაზაფხულზე მთავრობის ხელმძღვანელის რანგში. გავრცელდა ინფორმაცია ჯიოევას მომხრეების მხრიდან, რომ ბროვცევის მოადგილედ ოპოზიციის წარმომადგენელი დაინიშნებოდა; თუმცა შეთანხმების ტექსტი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ახალი ამბების სააგენტოს ვებ–გვერდზე დაიდო, ასეთ პირობას არ მოიცავს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12