Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ცხინვალში ოპოზიციის საპროტესტო აქციები დასრულდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 დეკ.'11 / 10:59

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერს ალა ჯიოევას და რეგიონის ყოფილ ლიდერს ედუარდ კოკოითს შორის შეთანხმება ჩაშლის პირას იყოს მას შემდეგ, რაც ჯიოევამ, რომელიც კოკოითის მიერ გადადგომამდე განხორციელებულმა საკადრო გადაწყვეტილებებმა გააბრაზა, შაბათს საღამოს დაიმუქრა, რომ შეთანხმებაზე უარს იტყოდა და ქუჩის საპროტესტო აქციებს განაგრძობდა.   

დაპირისპირება, რასაც ასევე მოყვა უთანხმოებები ჯიოევას ძირითად მოკავშირეებში, კვირას მოგვარდა.

შაბათს, გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე კოკოითმა რამდენიმე ახალი დანიშვნა განახორციელა მთავრობაში და საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ახალი წევრიც დანიშნა – ერთ–ერთი მათგანი ელდარ კოკოევია, რომელსაც ჯიოევასა და კოკოითს შორის მიღწეული შეთანხმების ფარგლებში მთავარი პროკურორის მოადგილის თანამდებობიდან გადადგომა მოუწია.

„კოკოითმა 10 წამში ჩამოაყალიბა საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც 10 წელი არ უარსებია. მან რამდენიმე სხვა დანიშვნაც განახორციელა, რომელიც ჩვენი შეთანხმების დებულებებს ეწინააღმდეგება; ამრიგად, ვიტოვებ უფლებას უკან გამოვიწვიო ჩემი ხელმოწერა“, – განაცხადა ჯიოევამ შაბათს საღამოს.

ჯიოევამ ასევე დაიჩივლა, რომ მთავარი პოკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენება, რომელიც ასევე შეთანხმების ნაწილია, ჯერ პარლამენტს არ დაუმტკიცებია. სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანო, სავარაუდოდ, ამ გადაწყვეტილებებს 12 დეკემბერს უყრის კენჭს.

კვირას ღამით ოპოზიციის მხარდამჭერები აქციას განაგრძობდნენ, რამაც უბიძგა პრემიერ–მინისტრის ვადიმ ბროვცევის ადმინისტრაციას – ამ უკანასკნელმა შეთანხმების ფარგლებში პრეზიდენტის მოვალეობების შესრულება იკისრა – ოპოზიცია შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში დაედანაშაულებინა, რომლის თანახმადაც მომიტინგეებს ქუჩის საპროტესტო აქციები უნდა შეეწყვიტათ.

ალა ჯიოევა თავის მთავარ მოკავშირეებთან მოლაპარაკებებს კვირას რამდენიმე საათის განმავლობაში მართავდა, სადაც ოპოზიციის შემდგომ ტაქტიკას განიხილავდნენ. რამდენიმე მხარდამჭერმა, მათ შორის სეპარატისტული რეგიონის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა და ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილმა მდივანმა ანატოლი ბარანკევიჩმა საჯაროდ განაცხადა, რომ ისინი კატეგორიული წინაამღდეგი იყვნენ, რომ შეთანხმებიდან გამოსულიყვნენ. შედეგად, ჯიოევამ შეამსუბუქა პოზიცია და  კვირას მოგვიანებით განუცხადა მომიტინგეებს, რომ შეთანხმების დებულებები დაცულია და ქუჩის აქციების დასრულებისკენ მოუწოდა. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ შეთანხმება სრულად მხოლოდ მაშინ შესრულდება, როდესაც პარლამენტი მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებს დაამტკიცებს. ცხინვალიდან გავრცელებული ინფორმაციით, კვირას საღამოს მომიტინგეებმა ცინვალის ცენტრიდან კარვების აღება დაიწყეს.    

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
21