Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროპის სასამართლომ რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებული საქართველოს სარჩელი დაშვებულად ცნო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 დეკ.'11 / 11:50


საქართველო vs. რუსეთი საქმის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რომელთა უმეტესობაც საქართველოს წინააღმდეგაა.

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაშვებულად ცნო საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აგვისტოს ომთან დაკავშირებით შეტანილი მეორე სახელმწიფოთაშორისო განაცხადი.   

სასამართლომ განაცხადა, რომ სარჩელის დაშვებულად ცნობა არ ნიშნავს საქმის არსებით მხარესთან დაკავშირებით რაიმე წინასწარი გადაწყვეტილების მიღებას. სასამართლოს თქმით, ახლა დაიწყება სარჩელის არსებითი განხილვა, რის შემდეგაც მოხდება განაჩენის გამოტანა.

საქართველომ სასამართლოს განაცხადით 2008 წლის 11 აგვისტოს მიმართა, რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე ერთი დღით ადრე, ხოლო სრული განაცხადი თანდართული მასალებით წარდგენილ იქნა 2009 წლის 6 თებერვალს, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსი სამხედროები და მათი კონტროლის ქვეშ მყოფი სეპარატისტული ძალები განურჩეველ და არაპროპორციულ თავდასხმებს ახორციელებდნენ სამოქალაქო პირების და მათი ქონების წინააღმდეგ სეპარატისტულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

საქართველო რუსეთს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რვა მუხლის  დარღვევაში ადანაშაულებს, რომლებიც ეხება: სიცოცხლის უფლებას; წამების და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვას; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას; პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას; ეფექტური სამართლებრივი დაცვის უფლებას; საკუთრების დაცვის უფლებას; განათლების უფლებას და გადაადგილების თავისუფლებას.

რუსეთი ყველა ამ ბრალდებას დაუსაბუთებლად მიიჩნევს, რომელთაც, მისი თქმით, საქმის არსებითი განხილვისთვის საჭირო მტკიცებულებები არ ახლავს. რუსეთი აცხადებს, რომ თავდასხმები მის სამხედრო ძალებს არ დაუწყიათ და რომ მისი შეიარაღებული ძალები სამხრეთ ოსეთის მშვიდობიან მოსახლეობას საქართველოს თავდასხმისგან იცავდნენ.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ 22 სექტემბერს მხარეთა არგუმენტებს მოუსმინა, რათა მიეღო გადაწყვეტილება, დაეწყო თუ არა საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ 2008 წლის 11 აგვისტოს შეტანილი სარჩელის არსებითი განხილვა.

აგვისტოს ომთან დაკავშირებული ამ სახელმწიფოთაშორისი სარჩელის გარდა, სტრასბურგის სასამართლოში განხილვის დაწყების მოლოდინშია, დაახლოებით, ორი ათასამდე ინდივიდუალური სარჩელი, რომლებიც ამავე ომს უკავშირდება.

სასამართლოს ცნობით, ამჟამად მას დარეგისტრირებული აქვს 1 712 ინდივიდუალური სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ; 208 სარჩელი, რომელიც მთლიანობაში 900 პირის საჩივარს აერთიანებს - რუსეთის წინააღმდეგ და 20 ინდივიდუალური სარჩელი, რომლითაც განმცხადებლები ორივე ქვეყანას, რუსეთსაც და საქართველოსაც, ედავებიან.

საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი სახელმწიფოთაშორისი საჩივარი აქვს წარდგენილი. ევროპის სასამართლომ უკვე ცნო დაშვებულად საქართველოს პირველი სარჩელი, რომელიც თბილისმა 2007 წელს, მას შემდეგ შეიტანა, რაც 2006 წელს რუსეთმა 2 000-ზე მეტი ქართველის დეპორტაცია განახორციელა, რასაც წინ უძღოდა საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობების დაძაბვა ქართული მხარის მიერ რუსი ჯაშუშების დაკავების გამო. ამჟამად, სასამართლოში ამ საქმის არსებითი განხილვა მიმდინარეობს.

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2024, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
15