Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატებმა ავღანეთში დამატებითი სამხედროების გაგზავნას დაუჭირეს მხარი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 დეკ.'11 / 18:22

პარლამენტმა 103 ხმით 1–ის წინააღმდეგ დღევანდელ სხდომაზე მხარი დაუჭირა პრეზიდენტ სააკაშვილის თხოვნას ავღანეთში ქვეითთა დამატებითი ბატალიონის გაგზავნის თაობაზე, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობენ ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში.

კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო გახდება ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო, რომელსაც ყველაზე მეტი, 1 685 სამხედრო ეყოლება ავღანეთში.  ამჟამად, ნატოს არაწევრ სახელმწიფოებს შორის ყველაზე მეტი სამხედრო ავღანეთში ავსტრალიას ჰყავს 1 550–ის ოდენობით.

საქართველომ, რომლის შეიარაღებული ძალებიც შეზღუდვების გარეშე მოქმედებენ, ავღანეთში 10 სამხედრო დაკარგა – ყველა მათგანი ჰელმანდის პროვინციაში.

საქართველომ პირველად თავისი სამხედროები ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობისთვის 2004 წელს გაგზავნა, როდესაც 50 ჯარისკაცი ხანმოკლე ვადით იქნა განთავსებული ქვეყანაში გერმანული სარდლობის ფარგლებში, საპრეზიდენტო არჩევნების დროს უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

2009 წლის ნოემბერში საქართველომ 173 სამხედრო განათავსა ქაბულში ფრანგული სარდლობის ქვეშ, ხოლო მომდევნო წელს საქართველომ ავღანეთში სამხედროების რაოდენობა გაზარდა და ჰელმანდის პროვინციაში ქვეითთა ბატალიონი გაგზავნა, რომლებიც იქ ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად მსახურობენ.

2011 წლის დასაწყისში საქართველომ 11 სამხედრო ინსტრუქტორი გაგზავნა ყანდააარში ფრანგული სარდლობის ქვეშ.

მიესალმა რა საქართველოს ISAF-ის ოპერაციაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილის გამო, ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა ნოემბერში თბილისში ვიზიტის დროს, რომ ავღანეთის ოპერაციაში მონაწილეობასა და ნატოს წევრობას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს.

„საქართველოს წვლილი ჩვენს ოპერაციაში ავღანეთში ასევე ეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის თავსებადობას... მაგრამ გარდა ამისა, მინდა ასევე ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ ოპერაციაში წვლილსა და ნატოს მომავალ წევრობას შორის არანაირი კავშირი არ არსებობს; ეს ერთი ფაქტორია, თუმცა ბევრი ელემენტი არსებობს, რომელთა შესრულებაცაა საჭირო გაწევრიანებამდე“, – განაცხადა რასმუსენმა 9 ნოემბერს.
 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31