Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პოლიტიკური მოსყიდვისთვის სასჯელი მკაცრდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 დეკ.'11 / 20:32

პარლამენტმა 27 დეკემბერს პირველი და მეორე მოსმენებით სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილება მიიღო, რომლითაც მკაცრდება სასჯელის ფორმა იმ შემთხვევებზე, რომლებიც პოლიტიკურ მოსყიდვას ეხება.

სისხლის სამართლოს კოდექსში ცვლილების პროექტის თანახმად, ”პოლიტიკური მიზნით პირდაპირ ან არაპირდაპირ ფულის, ფასიანი ქაღალდის, სხვა ქონების, ქონებრივი უფლების ან მომსახურების, ანდა სხვა რაიმე უპირატესობის შეთავაზება, დაპირება, გადაცემა, გაწევა, ან ასეთის მოთხოვნა ან მიღება, აგრეთვე მოჩვენებითი, თვალთმაქცური ან სხვა გარიგების დადება კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის თავის არიდების მიზნით”, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე ანდა ჯარიმით.

ამ დებულებით გათვალისწინებულ უკანონო ქმედებებში ჩართული იურიდიული პირი ისჯება „ლიკვიდაციით“.

როგორც დეპუტატმა მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა 27 დეკემბერს გამართულ საპარლამენტო მოსმენაზე განაცხადა, ლიკვიდაცია შეეხებათ იურიდიულ პირებს, გარდა პოლიტიკური პარტიებისა. თუმცა, ჯერ კიდევ დასადგენია, თუ რა სანქცია იქნება გამოყენებული პოლიტიკური პარტიების მიერ ამ ნორმის დარღვევის შემთხვევაში. 

სისხლის სამართლის კოდექსის იგივე დებულების ამჟამად არსებული ფორმულირება მხოლოდ საარჩევნო კამპანიის პერიოდს ეხება და კრძალავს მატერიალური სარგებლის შეთავაზებით და გადაცემით ამომრჩეველთა წაქეზებას, რათა მათ „ხმა მისცენ რომელიმე საარჩევნო სუბიექტს ან თავი შეიკავონ არჩევნებში ხმის მიცემისგან“. არსებული კოდექსით, ამგვარი ქმედებები ისჯება თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით. 

ამ დებულების ახალი ფორმულირებით ასევე დასჯადია „პოლიტიკური მიზნით“ ფულის ან სხვა რაიმე სახის სარგებლის მიღება; ამგვარი ქმედებაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღვეთით ვადით სამ წლამდე.

ოპოზიციურმა დეპუტატებმა გააკრიტიკეს ცვლილება და მას „ბუნდოვანი“ უწოდეს, რაც, მათი თქმით, ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა; განსაკუთრებით კი ეს ეხებოდა ჩანაწერს – „პოლიტიკური მიზნით“.          

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა საპარლამენტო მოსმენის დროს, რომ მიმდინარეობს ამ საკითხის განხილვა, მათ შორის სხვადასხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან, რათა ეს ფორმულირება უფრო კონკრეტული და მკაფიო გახდეს; მისი თქმით, საბოლოო ფორმულირება 28 დეკემბერს პროექტის მესამე და საბოლოო მოსმენით დამტკიცებამდე იქნება მზად.

მან ასევე განაცხადა, რომ მიმდინარეობს მსჯელობა იმ მაქსიმალური წლიური თანხის დასადგენად, რომლის გაცემაც პოლიტიკურ პარტიებს შეეძლებათ სხვადასხვა საქმიანობების ფარგლებში,  მაგალითად დღესასწაულების დროს, რაც არ ჩაითვლება პოლიტიკურ კორუფციად.

სისხლის სამართლის კოდექსში შემოთავაზებული ცვლილება რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციამაც გააკრიტიკა.

ერთობლივ განცხადებაში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ და სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ განაცხადეს, რომ „კერძო სექტორისთვის დადგენილი შეზღუდვები, გარკვეულწილად, აღნიშნული სექტორის ბუნებისათვის შეუსაბამოა, ზოგიერთ შემთხვევაში კი, არაპროპორციული და ზედმეტად მკაცრი ჩადენილ დარღვევასთან მიმართებაში“.

მათ ასევე აღნიშნეს, რომ "კანონპროექტებით არ ხდება ცალკე სპეციალური მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესება ისეთი დარღვევების ჩადენისათვის, როგორებიცაა საჯარო მოხელეების მიერ ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენება,"

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39