Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარლამენტმა პარტიების დაფინანსების ახალი წესი მეორე მოსმენით მიიღო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 27 დეკ.'11 / 21:12

პარლამენტმა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ახალ წესზე ცვლილებათა პროექტი 27 დეკემბერს მეორე მოსმენით მიიღო.

ახალი რეგულაციების ძირითად დებულებებს შორისაა იურიდიული პირებისთვის, მათ შორის ბიზნეს ორგანიზაციებისთვის პოლიტიკური პარტიების დაფინანსების აკრძალვა; კერძო პირების მიერ პარტიების ყოველწლიური დაფინანსების ზედა ზღვარის 60 000 ლარამდე გაორმაგება; პარტიის საწევროზე ზედა ზღვარის, 1 200 ლარის ოდენობით, დაწესება; პარტიათა ფინანსური შემოწირულობების კონტროლის პალატის მიერ მონიტორინგი. ახალი რეგულაციები ასევე ითვალისწინებს პარტიების დაფინანსების გამჭირვალობის გაზრდისთვის გარკვეულ ზომებს.

ამ ინიციატივის ოპონენტები აცხადებენ, რომ ახალი რეგულაციები ხელისუფლებამ იმიტომ წარმოადგინა, რომ შეზღუდოს მილიარდერი პოლიტიკოსის ბიძინა ივანიშვილის შესაძლებლობა მისი მოკავშირე ოპოზიციური პარტიები დააფინანსოს.

მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ მათი შემოთავაზების ერთ–ერთი მთავარი პრინციპია პარტიის დაფინანსება და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები პარტიის მხარდამჭერთა რაოდენობას ”მიაბან” და არა ერთ, რომელიმე მდიდარ სპონსორს.

გასულ კვირაში ცნობილი გახდა, რომ 2011 წლის ნოემბერ–დეკემბერში ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, რომლებიც ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ პარტნიორებად დაასახელა – რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატები, კონსერვატიული პარტია და ხალხის პარტია – შემოწირულობის სახით 4.1 მილიონი ლარი მიიღო, მათ შორის 3.3 მილიონი ლარი ივანიშვილის ორგანიზაციებიდან და კომპანიებიდან; თანხის დანარჩენი ნაწილი, 800 000 ლარი, ამ პარტიებმა ფეხბურთელ კახი კალაძის ორი კომპანიიდან მიიღეს.

ეს შემოწირულობები სულ 12 იურიდიული პირის მიერ იქნა გაღებული; თითოეულმა პარტიებს 100 000 ლარი - არსებული რეგულაციებით მაქსიმუმალური თანხა - გადაურიცხა.

იურიუდიული პირების მიერ ამგვარი შემოწირულობები უკანონო გახდება მას შემდეგ, რაც ძალაში შევა ცვლილებები კანონში პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ.

ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენამდე, მხოლოდ მმართველი პარტია იღებდა დიდი ოდენობით დაფინანსებას იურიდიული პირებისგან.

ხუთმა პარტიამ და საარჩევნო ბლოკმა, რომელთაც 2010 წლის ადგილობრივ არჩევნებზე 5%–იანი ბარიერი გადალახეს, სულ, დაახლოებით, 16 მილიონი ლარი დახარჯეს თავიანთი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, თუმცა ამ თანხის 92% მხოლოდ მმართველმა პარტიამ, ნაციონალურმა მოძრაობამ დახარჯა. იმ დროს რესპუბლიკური პარტიასა და "თავისუფალ დემოკრატებს" (ამჟამად ივანიშვილის მოკავშირეები) ახალ მემარჯვენეებთან ერთად საარჩევნო ბლოკი ქონდათ, რომელმაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხოლოდ 136 600 ლარი დახარჯა, რომელშიც ასევე შედიოდა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერის ირაკლი ალასანიას კამპანიის სახსრებიც, რომელიც მაშინ თბილისის მერად იყრიდა კენჭს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოფიციალურად, დაახლოებით, 23 მილიონი ლარი დახარჯა მეორე ვადით არჩევის კამპანიის ფარგლებში 2007 წლის ბოლოს და 2008 წლის დასაწყისში, ხოლო მისმა მთავარმა მეტოქემ 2008 წლის იანვრის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში, ლევან გაჩეჩილაძემ საარჩევნო კამპანიას 720 000 ლარი მოახმარა.

2011 წლის სექტემბერში, როდესაც მმართველმა პარტიამ ახალი საარჩევნო კოდექსის თავდაპირველი პროექტი წარმოადგინა, ის იურიუდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსების ზედა ზღვარის ზრდას ითვალისწინებდა არსებული 100 000 ლარიდან 200 000 ლარამდე. თუმცა, ეს გეგმა მოგვიანებით შეიცვალა და ნოემბერში ხელისუფლებამ ახალი რეგულაციები წარმოადგინა, რომელიც იურიდიულ პირებს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას უკრძალავს.

ახალი საარჩევნო კოდექსი, რომელიც პარლამენტმა დღეს მესამე და საბოლოო მოსმენით მიიღო, საარჩევნო კამპანიის ხარჯების დაფარვის მიზნით 1 მილიონი ლარის დაფინანსებას ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან იმ პარტიებისა და საარჩევნო ბლოკებისთვის, რომლებიც 5%–იან ბარიერს გადალახავენ საპარლამენტო არჩევნებზე. ამ თანხიდან 300 000 ლარი სატელევიზიო რეკლამის ხარჯების დაფარვისთვის იქნება გათვალისწინებული.     

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
43