Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პრეზიდენტს პარტიების დაფინანსების კანონში შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადებას თხოვენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 დეკ.'11 / 18:31

საარჩევნო თემატიკაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები პარტიების დაფინანსების ახალ გამკაცრებულ წესებს „არაკონსტიტუციურს“ უწოდებენ და პრეზიდენტს მიმართავენ ვეტო დაადოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში პარლამენტის მიერ დღეს დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებს.

მიმართვის ავტორები არიან „სამართლიანი არჩევნები“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ცოტა ხნის წინ შექმნილი კოალიცია „არჩევანის თავისუფლება“ და ფონდი - „ღია საზოგადოება საქართველო“.

ცვლილებების თანახმად, კანონს, რომელიც იურიდიული პირების მიერ პარტიების დაფინანსებას კრძალავს უკუქმედების ძალა მიენიჭა. კერძოდ, პარტიები ვალდებულნი ხდებიან კანონის ამოქმედებიდან 3 დღის ვადაში უკან დააბრუნონ იურიდიული პირებისგან კანონის ამოქმედებამდე მიღებული შემოწირულობები, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის მესაკუთრე სახელმწიფო გახდება.

“მიღებული კანონი კონსტიტუციის მოთხოვნათა დარღვევით პასუხისმგებლობას ადგენს იმ ქმედებისთვის, რომელიც მისი ჩადენის დროისთვის სამართალდარღვევად არ ითვლებოდა“, – ნათქვამია მიმართვაში, სადაც ასევე აღნიშნულია, რომ მიღებული კანონის რიგი დებულებები „თავისი არსით ზღუდავს გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას“.

არასამთავრობო ორგანიზაციები ასევე აცხადებენ, რომ მათთვის „სრულიად მიუღებელია“ სისხლის სამართლის კოდექსში 28 დეკემბერს დამტკიცებული ცვლილებები, რომელიც „არაგონივრულად და არაპროპორციულად მკაცრ სანქციებს აწესებს იმ ამომრჩევლებისათვის, რომლებიც პოლიტიკური მიზნებით მოქმედ პირებს მომსახურების, ან მატერიალურ ფასეულობათა გადაცემის თხოვნით მიმართავენ, ან მათგან მსგავს მომსახურებას მიიღებენ“.

“არასამთავრობო ორგანიზაციები მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ მიხეილ სააკაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპის დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი და ხელმოსაწერად გადაცემული კანონპროექტები მოტივირებული შენიშვნებით დაუბრუნოს საქართველოს პარლამენტს“, – ნათქვამია მიმართვაში.

სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, რომ თუკი პრეზიდენტი ვეტოს თაობაზე მათ თხოვნას არ დააკმაყოფილებს, მათ  ამ საკანონმდებლო ცვლილებების საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება მოუწევთ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31