Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
პარტიების დაფინანსების ახალი წესები ამოქმედდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 დეკ.'11 / 16:50

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში და სისხლის სამართლის კოდექსში პოლიტიკურ მოსყიდვასთან დაკავშირებული ცვლილებები 29 დეკემბერს, პარლამენტის მიერ დამტკიცებიდან მეორე დღეს, შევიდა ძალაში.

ორივე კანონი "საკანონმდებლო მაცნეს" ვებ–გვერდზე გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც მათ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოაწერა ხელი. მიხეილ სააკაშვილმა არ გაითვალისწინა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილის მოწოდებები ვეტო დაედო ამ „არაკონსტიტუციური“ ცვლილებებისათვის.

პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში ცვლილებებისთვის მინიჭებული უკუქცევითი ნორმის თანახმად, პარტიებს, რომლებსაც აუთვისებელი აქვთ იურიდიული პირებისგან შემოწირულობები, 3 კალენდარულ დღეში ამ თანხების დაბრუნება უკან მოუწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს სახსრები სახელმწიფო საკუთრება გახდება.

კანონის ეს ნორმა მას შემდეგ აისახა საკანონმდებლო ცვლილებებში, რაც საჯაროდ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციონერი მილიარდერის ბიძინა ივანიშვილის პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს –  რესპუბლიკელებს, თავისუფალ დემოკრატებს, კონსერვატორებს და ხალხის პარტიას  – ჯამში 4.1 მლნ ლარის ოდენობით თანხები გადაერიცხათ, მათ შორის 3.3 მლნ ლარი ივანიშვილის, ხოლო 800 ათასი ლარი ფეხბურთელ კახი კალაძის კომპანიებიდან.

პარტიებს ამ თანხების უკან დაბრუნება 1 იანვრამდე მოუწევთ იმ შემთხვევაში, თუ კანონის ამოქმედების მომენტისთვის დახარჯული არ აქვთ.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36