Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 იან.'12 / 14:55

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 4 იანვარს განაცხადა, რომ იგი „ნამდვილად არის დაინტერესებული ნათელი, გამჭირვალე“ საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაში ოქტომბერში. 

„წელს მნიშვნელოვანი წელია, იმიტომ, რომ ძალიან სერიოზული არჩევნებია, საპარლამენტო“, – განაცხადა 4 იანვარს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცსკო) ხელმძღვანელთან ზურაბ ხარატიშვილთან შეხვედრაზე.

„რაც კარგი მოხდა პრინციპში, საარჩევნო კოდექსზე კარგი შეთანხმება მოხდა“, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმ შეთანხმებაზე, რომელიც მმართველმა პარტიამ საპარლამენტო უმცირესობასთან და ახალ მემარჯვენეებთან მიაღწია.

„მე ყველაზე მეტად მომეწონა, რომ ვენეციის კომისიამ მისცა მაღალი შეფასება ამას. ერთადერთ რამეში ვერ შევთანხმდით, ამაში ვერც შევთანხმდებოდით, რომ მათ უნდოდათ, რომ პრაქტიკულად პატარა რაიონებში, მაგალითად ყაზბეგს, ან ლენტეხს არ ყოლოდათ თავის დეპუტატი, ეს არ გამოვიდოდა არანაირად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ვენეციის კომისიის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას წარმოადგენდა დაახლოებით თანაბარი ზომის ერთმანდატიანი, მაჟორიტარული ოლქების შექმნა, რათა აღმოფხვრილიყო ოლქებს შორის უთანასწორობა - მაგალითად ყველაზე პატარა ერთმანდატიან ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა დაახლოებით 6 000, ხოლო ყველაზე დიდში ამომრჩეველთა რაოდენობა 150 000 შეიძლება აჭარბებდეს, რაც ხმის თანასწორობის პრინციპს არღვევს.

იგივე საკითხი იყო ნახსენები აშშ-ის საელჩოს მიერ საარჩევნო კანონმდებლობაზე გაკეთებულ განცხადებაშიც, სადაც სინანული იყო გამოთქმული, რომ ”ვერ მოხერხდა შეთანხმება ახალი საარჩევნო კოდექსის იმ ნაწილზე, რომელიც გააქარწყლებდა ეჭვებს საარჩევნო სისტემაში არსებულ უთანასწორობასთან დაკავშირებით“.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი ისტორიული და გეოგრაფიული თავისებურებები, რომელიც შეიძლება ვერ ერგება მათ [ვენეციის კომისიის ექსპერტების] გემოვნებებს, მაგრამ დანარჩენში ყველაფერში მივიღეთ მაღალი   შეფასება ამ კანონზე და დაფინანსების კანონზეც. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ეფუძნება მყარ საერთაშორისო საფუძვლებს“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც ვენეციის კომისია ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა მისი ასახვა საარჩევნო კოდექსში სრულად არ მოხდა, არის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.

საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი ფილიპ დიმიტროვი მიესალმა იმ ფაქტს, რომ ახალ საარჩევნო კოდექსში და პარტიების დაფინანსების ახალ რეგულაციებში ვენეციის კომისიის რამდენიმე რეკომენდაცია აისახა, თუმცა ასევე განაცხადა, რომ ზოგიერთმა დებულებამ შესაძლოა კამათი გამოიწვიოს და არჩევნების სამართლიანობა ეჭვქვეშ დააყენოს.

სააკაშვილის განცხადებით,  რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩართვა უნდა მოხდეს საარჩევნო პროცესში. 
 
„ცხრა თვე რჩება ამ არჩევნებამდე, ცხრა თვე არის საკმარისზე მეტი დრო საპარლამენტო არჩევნებს ვგულისხმობ... ეს მინიმუმ ცხრა თვე იმისათვის არის საკმარისი, რომ ყველა ჩავრთოთ, გრძელვადიანი მონიტორინგი გავაკეთოთ, ყველა პარტია სათანადოდ მოემზადოს, ყველამ გააცნოს თავის პროგრამა“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ამ შემთხვევაში მე არ ვლაპარაკობ, როგორც ნაციონალური მოძრაობის ლიდერი. მე მაინტერესებს, როგორც  პრეზიდენტს, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სუფთად“, – განაცხადა მან.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ „გამჭირვალე და თანასწორი საარჩევნო პროცესის დამკვიდრებით, ჩვენს ეპოქაში მიღწეული იქნება ერთ–ერთი მთავარი მიზანი“.

მან განაცხადა, რომ წინა არჩევნები „სამწუხაროდ რამდენჯერმე მოხდა რიგგარეშედ“, რაც, მისი თქმით  უკავშირდებოდა "ვარდების რევოლუციას", სხვადასხვა მოვლენებს, მათ შორის ”კონტრევოლუციას”. მან იქვე დასძინა, რომ ახლა საქართველო შედის ”სტაბილურ კონსტიტუციური განვითარების ციკლში” და არანაირი ისეთი ფაქტორები ქვეყნის შიგნით არ არის, რამაც შესაძლოა ამ ციკლიდან ამოვარდნა გამოიწვიოს.

სააკაშვილმა განაცხადა, რომ 2010 წლის მაისის ადგილობრივი არჩევნების მიმართ ”პრაქტკულად შენიშვნები“ არ ყოფილა და უთხრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, რომ ვერც ერთმა წინა კომისიის თავმჯდომნარემ ”ასეთ შედეგს ვერ მიაღწია.“

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, როგორც დროის, ისე ფინანსური და  ადამიანური რესურსები საკმარისია იმისათვის, რომ  ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელსაც საქართველოს ”საზოგადოება იმსახურებს“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
32