Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: "ვერავინ ვერ მიგვატრიალებს უკან"
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 იან.'12 / 16:17


სააკაშვილი გარდაბნის მაცხოვრებლებს მიესალმება, 5 იანვარი. ფოტო: პრეზიდენტის ვებ–გვერდი. 

საქართველო წინ მიიწევს და ვერავინ შეძლებს მის უკან დაბრუნებას, განუცხადა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 5 იანვარს მარნეულში, ახლად აშენებული საავადმყოფოს წინ შეკრებილ ადგილობრივ მოსახლეობას.

მოგვიანებით 5 იანვარს სააკაშვილი ასევე ეწვია ბოლნისს და გარდაბანს, სადაც ასევე მოინახულა ორი ახალი აშენებული საავადმყოფო. სააკაშვილი ბოლო რამოდენიმე კვირაა, რაც ინტენსიურად დადის რეგიონებში, რა დროსაც სხვადასხვა რაიონში სადაზღვევო კომპანიების მიერ აშენებული ათზე მეტი ახალი სამედიცინო ცენტრი გახსნა.

სააკაშვილმა მარნეულში ყოფნისას განაცხადა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფრასტრუქტურის განვითარება, ახალი საავადმყოფოების აშენების ჩათვლით წარმოადგენს ”თანასწორობის იდეის” სწორ განხორციელებას, რადგან ეს არღვევს ”მეორეხარისხოვანი” ქალაქების არსებობის სტერეოტიპს.

მისი თქმით, ასეთ საავადმყოფოებში „ადრე მკურნალობდნენ მარტო მილიარდელები და მილიონერები“.

„ჩვენ არ ვართ მილიარდელები და მილიონერები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ღირსება და გვჭირდება საუკეთესო ჯანდაცვა,  ჩვენ გვჭირდება საუკეთესო განათლება და ჩვენ გვჭირდება უკეთესი ცხოვრება და ჩვენ ყველანი ერთად გავაკეთებთ უკეთეს ცხოვრებას თქვენთან ერთად“, – განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენი ყოველდღიური ჩვენი შრომა არის თქვენთვის. ყოველდღიურად მე იმას კი არ ვფიქრობ ვინ რას იტყვის ცხვირაწეული ან რომელიღაც  ცნობილი ადამიანი ჩემზე ან თუნდაც უცხოეთი რას იტყვის - თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანას დიდი ავტორიტეტი აქვს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ავტორიტეტი აქვს სწორედ იმის გამო, რომ მთავრობა ფიქრობს ხალხზე, ემსახურება ხალხს, [მთავრობამ] მოსპო კორუფცია“, – განაცხადა მან.

„ამას ვერავინ ვეღარ წაგვართმევს და ვერავინ ვერ მიგვატრიალებს უკან. იმიტომ, რომ რამდენადაც არ უნდა უნდოდეთ ჩვენი უკან მიტრიალება, საქართველოს საზოგადოება  – ეს არ არის ცხენი, რომელსაც ლაგამი უნდა ამოსდო და თავი მიატრიალებინო უკან. თუ ამას ვინმე მოინდომებს, იმ მხედარს ჩამოაგდებს ცხენიდან. ყველანი ჩვენ ვართ ღირსებით აღსავსე საზოგადოება, რომელიც მიდის წინ”, – განაცხადა სააკაშვილმა. 

მარნეულში საკაშვილი ასევე ესტუმრა  პოლიციის ახლადაშენებულ შენობას და დაათვალიერა იქვე მიმდინარე იუსტიციის სახლის მშენებლობა.

შეხედა რა იუსტიციის სახლის მშენებლობის ადგილას განთავსებულ აბრას, რომელზეც მშენებარე ობიექტის დასრულებული პროექტი იყო გამოსახული, სააკაშვილმა განაცხადა: „ვფიქრობდი ეხლა იმას რომ უყურებ, პოლიციის შენობას, ვანო მერაბიშვილი ხომ არ გადაგვეყვანა ქვეყნის მთავარ არქიტექტორად იმიტომ, რომ ძალიან მაგარ პოლიციას აშენებს სულ უფრო აუმჯობესებს, მაგრამ [ზურაბ] ადეიშვილი უფრო შეესაბამება მაგ წოდებას“.

მისი თქმით ასეთი შენობის არსებობა მარნეულში „სურეალისტურია”. ”ეს შევა მსოფლიო არქიტექტურის   ცნობარებში... მერე ებრძოლონ ჩვენ შუშის ხიდებს, შუშის შენობებს... აი ეს არის ახალი ეპოქა და ვერავინ ამას უკან ვეღარ შეაბრუნებს", – განაცხადა მან.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38