Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯიოევა შეთანხმებიდან გამოდის და მისთვის ძალაუფლების გადაცემას ითხოვს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 18 იან.'12 / 16:04

ალა ჯიოევამ, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციურმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, რომლის გამარჯვებაც არჩევნებში ბათილად იქნა გამოცხადებული, განაცხადა, რომ იგი პოსტ–საარჩევნო შეთანხმებიდან გამოდის და სამხრეთ ოსეთის ლიდერის მოვალეობის შემსრულებლისგან გადადგომას და მისთვის „ძალაუფლების გადაცემას“ ითხოვს.

ჯიოევამ განაცხადა, რომ მისი გადაწყვეტილება იმ ფაქტითაა მოტივირებული, რომ ხელისუფლება სრულად არ ასრულებს პოსტ–საარჩევნო შეთანხმებას.

9 დეკემბერს მიღწეული შეთანხმების თანახმად, ჯიოევამ ცხინვალში ორკვირიანი ქუჩის საპროტესტო აქციები შეწყვიტა და 2012 წლის მარტში დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა. სანაცვლოდ, ედუარდ კოკოითი, რომელიც სეპარატისტულ რეგიონს 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა, თანამდებობიდან გადადგა. განმეორებით არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი სეპარატისტული რეგიონის პრემიერ–მინისტრი ვადიმ ბროვცევი გახდა.  
 
შეთანხმების მოთხოვნა იყო ასევე კოკოითის გუნდის ორი წარმომადგენლის – მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადაყენება. თუმცა, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა 14 დეკემბერს მხარი არ დაუჭირა ამ წინადადებას.

შეთანხმების გარანტორი რუსეთი იყო. კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი მთელი პოსტ–საარჩევნო კრიზისის განმავლობაში ცხინვალში იმყოფებოდა და ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს მართავდა.

დეკემბერში ჯიოევამ რუსეთს, როგორც შეთანხმების გარანტორს, შეთანხმების განხორციელების უზრუნველყოფისკენ მოუწოდა, თუმცა მოსკოვმა სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის მოწოდებების საპასუხოდ განაცხადა, რომ სეპარატისტულ პარლამენტზე გავლენის მოხდენა მის უფლებამოსილებას სცდებოდა.

„უნდა გაცნობოთ, რომ ამ მომენტიდან მე უკან ვიწვევ დოკუმენტზე ჩემს ხელმოწერას და მოვითხოვ კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფას სამხრეთ ოსეთის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტისთვის ძალაუფლების გადასაცემად“, – იტყობინებიან რუსული საინფორმაციო სააგენტოები ბროვცევის სახელზე ჯიოევას მიერ 17 იანვარს გაგზავნილ წერილობით მიმართვაზე დაყრდნობით.    

ჯიოევა ასევე აცხადებს, რომ ბროვცევმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ 23 იანვრამდე უნდა აცნობოს.

„ამ შეთანხმებას სამხრეთ ოსეთის ხალხის მშვიდობის და სიმშვიდის გულისთვის მოვაწერე ხელი, თუმცა ჩვენ როგორც ბავშვები მოგვატყუეს, რადგანაც შეთანხმება არ შესრულდა არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის და მთავარი პროკურორის გადაყენების ნაწილში, არამედ არ შესრულდა ზეპირი შეთანხმებებიც ჩვენი წარმომადგენლის ანატოლი ბარანკევიჩის მინისტრთა კაბინეტში შესვლის თაობაზე“, – განაცხადა ჯიოევამ.

მან განუცხადა „რია ნოვოსტის“ 18 იანვარს, რომ გარიგებიდან გამოსვლის შემდეგ, იგი 25 მარტს დაგეგმილ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

ოთხშაბათს ცალკე გაკეთებულ განცხადებაში ჯიოევამ განუცხადა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოფიციალურ საინფორმაციო სააგენტოს, რომ იგი 21 იანვარს ცხინვალში საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავს.   
 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29