Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის ტელევიზია უახლოეს ხანებში ამოქმედდება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 იან.'12 / 14:27

ოპოზიციონერი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის საკუთრებაში არსებული კომპანია ახალი სატელიტური ტელემაუწყებლობის დაწყებას, სადაც  „ჟურნალიტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა“, უახლოეს ხანებში გეგმავს, იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო 20 იანვარს.

17 იანვარს შპს „აქცეპტმა“, რომლის 80%–იანი წილის მფლობელი არის ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძე, ხოლო დანარჩენ 20%–ს ამავე კომპანიის დირექტორი, კახა კობიაშვილი ფლობს, შპს „იგრიკა“ 20 ათას ლარად შეისყიდა, კონტრაქტის თანახმად.

„იგრიკას“ მფლობელი იყო ილია (ბაჩო კიკაბიძე), ტელეკომპანია „მაესტროს“ ამჟამინდელი დირექტორი, რომელმაც „იგრიკასთვის“ საკაბელო მაუწყებლობის ლიცენზია გასული წლის სექტემბერში მიიღო, ხოლო სატელიტური მაუწყებლობის უფლება დეკემბერში მოიპოვა. ვიდრე ამ უკანასკნელ ლიცენზიას მიიღებდა  კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისაგან, 12 დეკემბერს მან „იგრიკას“ ორწლიანი მართვის უფლებით გადაცემაზე შეთანხმება გააფორმა შსპ „აქსეპტთან“, რომლის მფლობელიც ივანიშვილის მეუღლე სწორედ ამ გარიგების დადების შემდეგ გახდა.

ივანიშვილის პრესსამდივნო ადასტურებს, რომ „იგრიკა“ ეკატერინე ხვედელიძის საკუთრებაში გადავიდა. ხვედელიძის პოლიტიკური გააქტიურების გეგმები ბოლო პერიოდში გაცხადდა.

“ტელევიზიაში მომუშავე ჟურნალიტებს ექნებათ სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, რაც ტელევიზიის დებულებასა და კონტრაქტებში აისახება შესაბამისი ფინანსური ვალდებულებებითა და გარანტიებით“, – იტყობინება პრესსამდივნო.

ჯერ–ჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა სახელწოდებით დაიწყებს ფუნქციონირებას ახალი ტელეკომპანია, რომელიც „გადაწყვეტილია“, რომ „მჭიდროდ" ითანამშრომლებს ევროპაში მოქმედ მაღალკვალიფიციურ საერთაშორისო ფონდებსა და ორგანიზაციებთან.  

“ვფიქრობთ, მათი მონაწილეობა ახალი ტელევიზიის ფორმირების საქმეში კიდევ უფრო განამტკიცებს დემოკრატიული სამყაროსთვის დამახასიათებელი სარედაქციო სტანდარტების დამკვიდრებას საქართველოში, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი პრეცედენტი თავისუფალი ქართული მასმედიის განვითარების გზაზე“, – ნათქვამია პრესსამდივნოს განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
33