Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯიოევამ საკუთარი ინაუგურაციის დღე დანიშნა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 30 იან.'12 / 15:02


კადრი YouTube–ით გავრცელებული ვიდეოდან, სადაც ჯიოევა რამოდენიმე ასეულ მხარდამჭერს მიმართავს 28 იანვარს ცხინვალში გამართულ აქციაზე, სადაც რუსული დროშაც ფრიალებს.

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერმა ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ რეგიონის ახალ პრესიდენტად მისი ინაუგურაციის ცერემონია 10 თებერვალს გაიმართება. 

ორი კვირის წინ ჯიოევამ პოსტ–საარჩევნო შეთანხმების დატოვების შესახებ განაცხადა და სეპარატისტული რეგიონის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელს მისთვის „ძალაუფლების გადაცემა“ მოსთხოვა.

28 იანვარს მისი ოფისის წინ გამართულ აქციაზე საუბრისას ჯიოევამ განაცხადა, რომ დეკემბერში პოსტ–საარჩევნო შეთანხმების ხელმოწერა, რომლის ფარგლებში იგი ქუჩის აქციების შეწყვეტასა და 25 მარტს დანიშნულ განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას დათანხმდა, შეცდომა იყო. მან კრემლის ოფიციალური წარმომადგენელი, სერგეი ვინოკუროვი, რომელიც ჯიოევასა და სეპარატისტული რეგიონის ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში შუამავლის როლს ასრულებდა, ოპოზიციის მოტყუებაში დაადანაშაულა.

„შუამავლებმა, რომლებიც მოსკოვიდან ჩამოვიდნენ, კერძოდ სერგეი ვინოკუროვმა, უხეშად რომ ვთქვათ, მოგვატყუეს“, – განაცხადა მან, „მე ძალიან სერიოზული პოლიტიკური ახლომხედველობა გამოვიჩინე და დღეს მე ვინანიებ იმ რადიკალური ძალების წინაშე, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ბოლომდე უნდა დავმდგარიყავით“.

„მე აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნევით, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი მაღალი რანგის მოხელე, რომლის შუამავლობითაც მოეწერა შეთანხმებას ხელი, უბრალოდ გამოიყენებდა ჩვენ დაღლილობას და იმ შეთანხმების ხელმოწერისკენ გვიბიძგებდა, რომელიც ჩვენთვის არამომგებიანი იყო. მაგრამ ეს არამომგებიანი შეთანხმებაც კი არ შესრულდა“, – განაცხადა მან.

9 დეკემბრის შეთანხმების თანახმად, ჯიოევამ შეწყვიტა ორკვირიანი ქუჩის აქციები ცხინვალში და 25 მარტს განმეორებით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე დათანხმდა. სანაცვლოდ, რეგიონის მაშინდელი ლიდერი ედუარდ კოკოითი, რომელიც სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთს 2001 წლიდან ხელმძღვანელობდა, გადადგა. რეგიონის პრემიერ–მინისტრი ვადიმ ბროვცევი განმეორებით არჩევნებამდე პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა.

შეთანხმების ნაწილი იყო ასევე კოკოითის ორი მთავარი მოკავშირის – მთავარი პროკურორის და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის გადადგომა. თუმცა, სეპარატისტული რეგიონის პარლამენტმა 14 დეკემბერს ეს წინადადება ჩააგდო.

დეკემბერში ჯიოევამ რუსეთს, როგორც შეთანხმების გარანტორს, მისი განხორციელების უზრუნველყოფა მოსთხოვა, თუმცა მოსკოვმა ოპოზიციის ლიდერის ეს მოწოდებები არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ ცხინვალის პარლამენტზე გავლენის მოხდენა რუსეთის უფლებამოსილებას სცდებოდა.

28 იანვრის აქციაზე ჯიოევამ ასევე განაცხადა, რომ იგი ინაუგურაციას ღია ცის ქვეშ გამართავს იმ შემთხვევაში, თუ მას შენობაში შესვლის საშუალებას არ მისცემენ.

28 იანვარს აქციის გამართვის მიზანი იყო, რომ მხარდაჭერა გამოეხატათ თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელისთვის, ჯამბულატ თედეევისთვის – იგი სეპარატისტული რეგიონის ყოფილი ლიდერის კოკოითის მწვავე ოპონენტი იყო; კოკოითი ამჟამად მმართველი პარტიის თავმჯდომარეა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ თედეევი შესაძლოა კვლავ შეეცადოს იყაროს კენჭი განმეორებით არჩევნებში, მოსკოვში მისი საცხოვრებელი სახლი რუსმა სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს, თავად იგი დაკითხეს, თუმცა რაიმე ბრალდებები არ წაუყენებიათ.

თედეევს არჩევნებში მონაწილეობა ნოემბერშიც სურდა, თუმცა იმ მოტივით აეკრძალა, რომ მას 10 წლის მანძილზე არ უცხოვრია სეპარატისტულ რეგიონში. ამის შემდეგ, თედეევმა მხარდაჭერა ჯიოევას გამოუცხადა. არჩევნების პირველ ტურამდე, ჯიოევამ წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ მას შემდეგ გადაწყვიტა არჩევნებში ჩაბმა, რაც ყველა „მძიმე წონიან“ ოპოზიციურ კანდიდატს არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალა. 28 იანვრის აქციაზე ჯიოევამ არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე იგივე პოზიცია გაიმეორა.

იმავდროულად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღანიამ განაცხადა 30 იანვარს, რომ ცხინვალში განვითარებული მოვლენები „კლანებს“ შორის ძალაუფლებისთვის ბრძოლაა, ყველა მათგანი “ოკუპანტი ძალის“ მიმართ ლოიალური რჩება და რომ ეს მოვლენები თბილისისთვის არაფერს შეცვლის.

„ისე კი, ნებისმიერი ესკალაცია, ნებისმიერი  გამწვავება სიტუაციის ჩვენს ტერიტორიაზე, რა თქმა უნდა, ჩვენთვის არის დამაფიქრებელი და არასასიამოვნო და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს, პირველ რიგში, არ მოხდება“, – განაცხადა ჯალაღანიამ.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39