Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ობამა–სააკაშვილის მოლაპარაკებებს მიესალმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 თებ.'12 / 12:00

მილიარდერი ოპოზიციონერი ბიძინა ივანიშვილი მიესალმა საქართველოს და აშშ–ის პრეზიდენტებს შორის შეხვედრას და განაცხადა, რომ მას „ძალიან დიდი პოზიტიური მნიშვნელობა ჰქონდა, რამდენადაც ამერიკის სახელმწიფომ კიდევ ერთხელ აჩვენა მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნისადმი“.

მან ხაზი გაუსვა ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესაძლებლობის შესწავლის თაობაზე და განაცხადა, რომ აშშ–თან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას „ექნება დიდი მნიშვნელობა მომავლისთვის, განსაკუთრებით იმის შემდეგ, როდესაც ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში“, რადგანაც „ეს ძალიან წაადგება ჩვენს ქვეყანას“.

„აშშ–ის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაასაბუთა, რომ ამერიკა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას , – განაცხადა ივანიშვილმა ვიდეო მიმართვაში, რომელიც 31 იანვარს YouTube–ზე გავრცელდა.

„ჩვენმა პრეზიდენტმა [იმაზე] გააკეთა რეაქცია, რომ კარგია, რომ ამერიკა მხარს გვიჭერს, მაგრამ მარტო ამერიკა ამას არ წყვეტს და სხვა ნატოში შემავალ ქვეყნებზეც არის დამოკიდებული ეს გადაწყვეტილება. არ მეგულება არც ერთი ნატოს წევრი ქვეყანა, რომელსაც პრინციპულად საწინააღმდეგო პოზიცია გააჩნდეს [საქართველოს ნატოში გაწევრიანების]“, – განაცხადა ივანიშვილმა, „მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს და ჩვენც მივესალმებით ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას. მე მგონი, ერთადერთი კაცი, რომელიც ამას ხელს უშლის, ეს გახლავთ ბატონი სააკაშვილი, რომელიც თავისი ქმედებით, განსაკუთრებით მისი ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო წლებში, გამოკვეთილად ეწინააღმდეგება ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივას“.

მან ასევე განაცხადა, რომ სახელისუფლებო სატელევიზიო არხები და სააკაშვილის მხარდამჭერები ცდილობენ აჩვენონ, რომ ეს შეხვედრა პირადად სააკაშვილის დამსახურება იყო. „რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის; მარტივი გასაგებია, რომ ეს იყო პატივისცემა ჩვენი ქვეყნისადმი და საქართველოს მოსახლეობისადმი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე დასძინა: „თუმცა, ამ შეხვედრაში შეიძლება მართლაც დავინახოთ რაღაც ქვეტექსტი, როდესაც ობამა კონკრეტულად სააკაშვილს გულისხმობს, როდესაც მას შეახსენებს, რომ ბატონ ობამას იმედი აქვს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნების გზით, კანონიერი გზით მოხდება ხელისუფლების გადაცემა“.

საქართველოსა და აშშ–ის პრეზიდენტების  შეხვედრაზე ქართველ პოლიტიკურ სპექტრს მთლიანობაში დადებითი რეაქციები ჰქონდა. ერთ–ერთი გამონაკლისი იყო ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი, რომელმაც განაცხადა 31 იანვარს, რომ სააკაშვილთან თეთრ სახლში შეხვედრა და მისი რეფორმების გამო შექება პრეზიდენტ ობამას მხრიდან ქართველი ხალხის დიდი შეურაცხყოფა იყო. მისი თქმით, ამ შეხვედრამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველო არა მხოლოდ ამერიკის კოლინიაა, არამედ „ამერიკის კოლექტიური მონები ვართ“. 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12