Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი პრემიერ–მინისტრობის პერსპექტივაზე კვლავ არ საუბრობს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 1 თებ.'12 / 14:39

პრეზიდენტი სააკაშვილი პრეზიდენტობის შემდგომ გეგმებზე საუბრისგან კვლავ თავს იკავებს და აცხადებს, რომ „კოჭლი იხვის“ როლში ყოფნა არ სურს.

როდესაც მას სამომავლო გეგმებზე ჰკითხეს, სააკაშვილმა 31 იანვარს ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა, როგორც ამის თაობაზე რამდენიმე მედია საშუალება, მათ შორის Bloomberg, The Washington Times და  Foreign Policy იტყობინებიან: „ყველაზე ნაკლებად, რისი გაკეთებაც მინდა არის რომ საკუთარ მომავალზე სპეკულაციებით საკუთარი თავი კოჭლ იხვად ვაქციო“.

„ზოგჯერ მეკითხებიან, ‘აპირებთ, რომ პუტინივით მოიქცეთ?’ არსებითად, საქართველოს ვერ ეყოლება პუტინი, ვინაიდან საქართველო რუსეთი არ არის, ეს ერთი, და მეორე, სწორედ ახლა ისეთ რამეს ვაკეთებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ პუტინის მსგავსი არასდროს არაფერი გვქონდეს საქართველოში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

რამდენჯერაც კი მისთვის ადრე უკითხავთ შეეცდება, თუ არა ის ხელისუფლებაში დარჩენას პრემიერ–მინისტრის რანგში, რომლის უფლებამოსილებაც მნიშვნელოვნად გაიზრდება ახალი კონსტიტუციის ამოქმედების შემდეგ, 2013 წლის ბოლოს, როცა მისი მეორე და უკანასკნელი საპრეზიდენტო ვადა იწურება, სააკაშვილი ყოველთვის პასუხობდა, რომ ამაზე კომენტარს არ გააკეთებს, რადგან ეს მას „კოჭლ იხვად“ (ბოლო საპრეზიდენტო ვადაში მყოფი) აქცევს, რაც თავის მხრივ, მას რეფორმების გატარებაში ხელს შეუშლის.

სააკაშვილმა, რომელიც 30 იანვარს თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას შეხვდა, 31 იანვარს მსოფლიო ბანკში შეკრებილ აუდიტორიას  სიტყვით მიმართა, სადაც შედგა მსოფლიო ბანკის კვლევის პრეზენტაცია სახელწოდებით „კორუფციის დაძლევა საჯარო სამსახურებში – საქართველოს რეფორმების ქრონიკა“ (Fighting Corruption in Public Services - Chronicling Georgia’s Reforms).

კვლევაში ნათქვამია, რომ საქართველოს გამოცდილება ამსხვრევს იმ მითს, თითქოს კორუფცია კულტურის ნაწილია და რომ საქართველო მაგალითს წარმოადგენს ბევრი იმ ქვეყნისთვის, რომელთა ხელმძღვანელობაც საჯარო სამსახურების რეფორმა სურს.

კვლევაში შესწავლილია საქართველოს სხვადასხვა უწყების და სექტორის, მათ შორის საპატრულო პოლიციის, საგადასახადო და საბაჟო სამსახურების, სამოქალაქო და საჯარო რეესტრების, მისაღები გამოცდების და მუნიციპალური სამსახურების რეფორმის მაგალითები.

კვლევის თანახმად, საქართველოს მაგალითმა ის ათი მთავარი ფაქტორი გამოავლინა, რამაც ქვეყნის მიღწევებს შეუწყო ხელი: ძლიერი პოლიტიკური ნების არსებობა; რეფორმების დასაწყისშივე ნდობის მოპოვება; ყველა მიმართულებით რეფორმების ერთდროულად და აქტიურად გატარება; ახალი კადრების მოზიდვა; სახელმწიფო როლის შეზღუდვა; არატრადიციული მეთოდების გამოყენება; მჭიდრო კოორდინაცია; საერთაშორისო გამოცდილების ადგილობრივ პირობებზე მორგება; ახალი ტექნოლოგიების დანერგვა რეფორმების პროცესში და სტრატეგიული კომუნიკაციის გამოყენება.   

„იმ დროს, როდესაც ბევრი ეს ფაქტორი, შესაძლოა, სავსებით გასაგები ჩანდეს, ყოვლისმომცველობამ, სიმამაცემ და რეფორმების თანმიმდევრობამ საქართველოს მაგალითი უნიკალური გახადა“, – განაცხადა მსოფლიო ბანკმა.

ვაშინგტონში პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე შეხვდა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს, მათ შორის კომიტეტის თავმჯდომარეს ჯონ კერის, ასევე სენატორებს რიჩარდ ლუგარს, ბენ კარდინს, ტომ უდალს და ჯეინ შაჰინს, იტყობინება  საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23