Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი საქართველოსთვის იარაღის მიწოდების ‘კატეგორიული წინააღმდეგია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 თებ.'12 / 18:44

რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანატოლი ანტონოვმა განუცხადა ჟურნალისტებს 2 თებერვალს, რომ აშშ–ის მიერ საქართველოსთვის იარაღის მიწოდება, თუ ასეთი გადაწყვეტილება ნამდვილად მიღებულია, კავკასიის რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

„ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სააკაშვილის რეჟიმისთვის იარაღის ნებისმიერ მიწოდებას. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიღებულია, ეს კავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაციას გამოიწვევს“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ ანტონოვის სიტყვებზე დაყრდნობით 2 თებერვალს.

საქართველოს და აშშ–ის პრეზიდენტებს შორის 30 იანვარს თეთრ სახლში გამართული შეხვედრის შემდეგ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, მათ შორის პრეზიდენტმა სააკაშვილმა რამდენიმეჯერ გაუსვეს ხაზი, რომ მიღწეულია შეთანხმება თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე.

როდესაც აშშ-თან თავდაცვის სფეროში ურთიერთობის გაღრმავებაზე საუბრობენ, საქართველოს ოფიციალური პირები არ იყენებენ ტერმინებს „იარაღის მიყიდვა“ ან „იარაღის მოწოდება“; ისინი იყენებენ ტერმინებს: თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის „ახალი ეტაპზე“ გადასვლა და ამ თანამშრომლობის „ახალ საფეხურზე აყვანა“, „უფრო მეტი აქცენტის გაკეთდება უშუალოდ საქართველოს თავდაცვისუნარიონობის გაზრდაზე“.   

თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა 30 იანვარს: „ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება გავაძლიეროთ თავდაცვით სფეროში ჩვენი თანამშრომლობა; საკითხთა ფართო წრეა, რომლებზეც ჩვენ ერთად ვმუშაობთ“. 

ამავე  შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მადლობა გადაუხადა ობამას ადმინისტრაციას „თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შემდგომ ეტაპზე აყვანისთვის“ და „საქართველოს თავდაცვსიუნარიანობის განვითარების“ აუცილებლობის აღნიშვნისთვის.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
59