Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი ნატოსა და რუსეთზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 თებ.'12 / 19:06

მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მას შესაძლებლად მიაჩნია ერთდროულად ნატოსკენ სწრაფვა და რუსეთთან „სწორი ურთიერთობის“ დამყარება.

„ვფიქრობ, ნატო და პროდასავლური კურსი არის ჩვენი ქვეყნის ბედი“, – განაცხადა ივანიშვილმა გაზეთ „ასავალ–დასავალთან“ ინტერვიუში, „ნურცერთ პოლიტიკოსს ნუ ექნება იმის ილუზია, თითქოს ქართველი ხალხი შეეგუება სხვა არჩევანს... საქართველოსთვის არ არსებობს სხვა გზა, გარდა ნატოსკენ სწრაფვისა და ერთიან ევროპულ ოჯახში ადგილის დამკვიდრებისა“.

„თუმცა, ისიც კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი ბედია ის საზღვარიც, რომელიც დიდ სახელმწიფოსთან რუსეთთან გვაქვს... დღევანდელი გადმოსახედიდან მკვეთრი განცხადებაა, მაგრამ გეტყვით: მე შესაძლებლად მიმაჩნია ერთდროულად რუსეთთანაც სწორი ურთიერთობის დამყარება და ნატოსკენ სწრაფვაც“, – განაცხადა მან.

„რა თქმა უნდა, მძიმე სამუშაო გველის წინ... ჩვენ უნდა მოვახერხოთ, სწორ დროს, სწორი პოლიტიკის შემთხვევაში სწორად და გონივრულად გამოვიყენოთ სიტუაცია. ფაქტია, ვერც რუსეთს ვერ გადაიტანს ვერავინ იმ გეოპოლიტიკური სივრციდან, რომელშიც არის და ვერც საქართველოს შეუცვლის ადგილს ვერავინ! პირველ რიგში, დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებულ ქვეყნად უნდა ვიქცეთ, სადაც აღარ იქნება მსგავსი ავტოკრატია, რაც სააკაშვილმა მოგვახვია თავს“, – განაცხადა ივანიშვილმა.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა გიგა ბოკერიამ დეკემბრის ბოლოს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივანიშვილის ბოლოდროინდელი განცხადებები ნატოზე, მათ შორის ის, რომ „საქართველოსთვის ნატოს ალტერნატივა არ გააჩნია“, "ხარკის მოხდას უფრო ჰგავს", ვიდრე ივანიშვილის ჭეშმარიტ დამოკიდებულებას ამ საკითხისადმი. ბოკერიამ ხაზი გაუსვა ივანიშვილის ნატოსთან დაკავშირებით გაკეთებულ თავდაპირველი განცხადებებს სადაც ის ნატოში ინტეგრაციის საკითხზე მკაფიო პოზიციას არ აფიქსირებდა.

მისი თქმით, სახეზეა "გარკვეული ეროზია ძალიან ფუნდამენტურ საკითხზე, რაზეც რამდენიმე წელია ხელისუფლებასა და ოპოზიციის ძირითად ნაწილს შორის იყო მყარი კონსენსუსი – ვსაუბრობ ჩვენი ქვეყნის მკაფიოდ დაფიქსირებულ ევრო–ატლანტიკურ ორიენტაციაზე."

"აქ არის, ჩემი აზრით, საგანგაშო ნიშნები“, – განაცხადა ბოკერიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში „დიალოგი დავით პაიჭაძესთან“ 27 დეკემბერს.

მან ასევე განაცხადა, რომ ის მოსაზრება, რომ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გარეშე საქართველო ნატოს ვერ დაუახლოვდება, „ძალიან დიდი შეცდომაა“.

„ეს ნიშნავს ირიბად აღიარებას გავლენის სფეროსი, რომ ვიღაცას აქვს ვეტო შენს განვითარებაზე, სხვა ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს შენ რა მიმართულებით წახვალ“, – განაცხადა ბოკერიამ და დასძინა, რომ ამგვარი მიდგომა ნატოში ინტეგრაციისთვის „დავარცხნილად უარის თქმას“ ნიშნავს. 

„გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სწორედ იმ ქვეყნებმა მოახერხეს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დალაგება მეტ–ნაკლებად, ვინც გააღწიეს ამ გავლენის სფეროდან“, – განაცხადა მან.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28