Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილმა აქციაში მიიღო მონაწილეობა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 9 თებ.'12 / 17:12

მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა პირველად მიიღო მონაწილეობა აქციაში, რომელიც  პოლიციის სპეცოპერაციის შედეგად 2006 წლის 2 მაისს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის დაბადების დღის აღსანიშნავად 9 თებერვალს თბილისში, ყოფილი კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართა.

მან აქციაში მონაწილეებს სიტყვითა მიმართა და პრეზიდენტ სააკაშვილს ვაზაგაშვილის საქმის გამოძიებისკენ და „კონკრეტული“ დამნაშავეების დასჯისკენ მოუწოდა.

“მე მაინც მინდა ვისარგებლო და კიდევ ერთჯერ მოვუწოდო მას [სააკაშვილს]: მას დარჩა ძალიან ცოტა დრო და მისთვისაა უკეთესი და შეღავათი იქნება ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქეებისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს გამოძიება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს პროცესი სამართლიანობის აღდგენის ქვეყანაში. რასაც ვერ მოახერხებთ თქვენ დღეს და ხვალ, ჩვენ მოვახერხებთ გვიან, მაგრამ თქვენ დაისჯებით უფრო მკაცრად“, – განაცხადა ივანიშვილმა აქციაზე გამოსვლისას.

მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ხელისუფლების „ძალადობის პოლიტიკის“ გამო პოლიციის მიმართ განწყობა უარყოფითისკენ არ უნდა შეიცვალოს, რადგან „ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი კარგი პოლიციელი“.

„მე არ მინდა რომ საზოგადოებაში განჩნდეს ისეთი განცდა, რომ ყველა პოლიციელია დამნაშევე ამ პროცესებში, რაც დღეს საქართველოში ხორციელდება“, – მიმართა შეკრებილებს ივანიშვილმა, „მე ვფიქრობ, რომ რაღაც 50 თანამშრომელი ჰყავს დღეს პოლიციას, რომელიც ნებისმიერ ბრძანებას ასრულებს და ეს არ მინდა, რომ საზოგადოებამ გაავრცელოს მთლიანად ჩვენს პოლიციაზე, იქ ძალიან ბევრი ღირსეული მოქალაქე მუშაობს და მათ დიდი სურვილი აქვთ დაიცვან ჩვენი უფლებები. ერთადერთი კაცი ეს გახლავთ სააკაშვილი, ეს არის მისი პოლიტიკა – ძალადობის პოლიტიკა და ამას უსრულებს მას რამდენიმე შემსრულებელი“.

პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილი რამოდენიმე თავის განცხადებაში შეეხო პოლიციის საქმიანობას. 12 ოქტომბერს გაკეთებული წერილობითი განცხადების მსგავსად, სადაც მან შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი „გამართული სისტემის“ შექმნის გამო შეაქო, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელ ღონისძიებაზეც პოლიცია მან „კრიმინალთან ეფექტიანად მებრძოლად“ მოიხსენია. თუმცა ივანიშვილი იქვე აკრიტიკებდა პოლიციის „გაუმართლებელ“ სადამსჯელო ღონისძიებებს, მის „პოლიტიზაციას“ და ამ სისტემის „დათრგუნვისა და დაშინების“ იარაღად გამოყენებას ხელისუფლების მიერ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28