Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საარჩევნო შტაბში სამართალდამცავების ‘შეჭრის’ შემდეგ ალა ჯიოევა საავადმყოფოში გადაიყვანეს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 თებ.'12 / 11:30

სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ოპოზიციის ლიდერი ალა ჯიოევა, რომელიც 10 თებერვალს დე ფაქტო პრეზიდენტად საკუთარი ინაუგურაციის გამართვას გეგმავდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მის საარჩევნო შტაბში სამართალდამცავები შეიჭრნენ, იტყობინებოდნენ რუსული საინფორმაციო სააგენტოები ხუთშაბათს საღამოს.

სამთავრობო ვერსიის თანახმად, სამართალდამცავები მას შემდეგ მივიდნენ ჯიოევას შტაბში ცხინვალში, რაც მან უარი განაცხადა მისულიყო „მოწმის სახით“ დაკითხვაზე 2011 წლის 30 ნოემბერს მთავრობის სახლის წინ მიმდინარე არეულობებთან დაკავშირებით. იმავე წყაროს თანახმად, იგი დაუყონებლივ გადაიყვანეს საავადმყოფოში და მას „ჰიპერტონიული კრიზი“ დაუდგინდა.

ჯიოევას მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ნიღბიანი სამართალდამცავები ოპოზიციის საარჩევნო შტაბში „შეიჭრნენ“, რა დროსაც ჯიოევა ცუდად გახდა. ჯიოევას ერთ–ერთმა მხარდამჭერმა განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტოებს, რომ სამართალდამცავებმა შტაბს და საავადმყოფოს ალყა შემოარტყეს და ჯიოევასთან არავის არ უშვებდნენ. ერთმა მხარდამჭერმა განუცხადა „ინტერფაქსს“, რომ იგი შიშობს, რომ ჯიოევას მდგომარეობა ოფიციალურ დიაგნოზთან შედარებით უარესია და დასძინა, რომ ოპოზიციის ლიდერი ადგილობრივ საავადმყოფოში ინტენსიურ მკურნალობას გადის.

იმავდროულად, სეპარატისტული რეგიონის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ჯიოევას გადაწყვეტილება 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის გამართვის თაობაზე „ფაქტიურად ძალაუფლების ხელში ძალით ჩაგდების მოწოდებაა“. 

ბროვცევმა, რომლის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ჯიოევა საავადმყოფოში მოათავსეს, განაცხადა, რომ იგი სრულ პასუხისმგებლობას იღებს, რათა აღკვეთოს „ანტიკონსტიტუციული გადატრიალება რესპუბლიკაში“.

„მოქმედი კანონების დარღვევის აღკვეთა ყველაზე გადამწყვეტი გზით მოხდება. ქვეყანაში დამატებითი ზომები იქნება მიღებული წესრიგის, კონსტიტუციური უფლებების და მოქალაქეთა თავისუფლებების დასაცავად“, – განაცხადა ბროვცევმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იგი ყველა ღონეს იხმარს 25 მარტს „თავისუფალი და სამართლიანი“ განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად.

ალა ჯიოევამ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, თუმცა ეს შედეგები მოგვიანებით გაუქმდა, განაცხადა იანვრის ბოლოს, რომ იგი ხელისუფლებასთან მიღწეული პოსტ–საარჩევნო შეთანხმებიდან გამოდის და 25 მარტის განმეორებით არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რადგანაც საკუთარ თავს სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეულ ახალ პრეზიდენტად მიიჩნევს.     

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23