Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ჯიოევას მდგომარეობა ‘მძიმე, თუმცა სტაბილურია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 თებ.'12 / 13:17

ოპოზიციის შტაბში სამართალდამცავების შეჭრის შედეგად საავადმყოფოში გადაყვანილი ალა ჯიოევას ჯანმრთელობის მდგომარეობა „მძიმე, თუმცა სტაბილურია“, იტყობინება სეპარატისტული რეგიონის საინფორმაციო სააგენტო „რესი“ რეანიმაციული განყოფილების ექიმის სიტყვებზე დაყრდნობით, სადაც ამჟამად ჯიოევა გადის მკურნალობას. 

პარასკევს დილით გავრცელებული ამავე ინფორმაციით, ჯიოევა „გონზეა და საუბრობს“; ექიმმა ასევე განაცხადა, რომ ამჟამად მისი რუსეთის საავადმყოფოში გადაყვანის შესაძლებლობა განიხილება.

ჯიოევას მდგომარეობის და დიაგნოზის შესახებ ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია ვრცელდებოდა და კვლავ ვრცელდება. ოფიციალური ინფორმაციით, ჯიოევა ჰიპერტონიული კრიზით მოათავსეს საავადმყოფოში მას შემდეგ, რაც სამართალდამცავები „მოწმის სახით“ მის დაკითხვას შეეცადნენ.

თუმცა, მისმა მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ მას ინსულტი აქვს და კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება, უგონოდ. მისმა მხარდამჭერებმა ასევე განაცხადეს, რომ როდესაც სამართალდამცავები საარჩევნო შტაბში შეიჭრნენ, ჯიოევას იარაღის კონდახი ჩაარტყეს თავში; თუმცა, სეპარატისტული რეგიონის სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ეს ბრალდება კატეგორიულად უარყვეს. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ჯიოევას პრესსპიკერმა, ვიოლეტა დასაევამ განაცხადა პარასკევს 12 საათამდე, რომ ოპოზიციის ლიდერი უგონო მდგომარეობაში იმყოფება.   

ჯიოევას შტაბი და ადგილობრივი საავადმყოფო, სადაც ოპოზიციის ლიდერი მკურნალობს, სამართალდამცავებს ალყაში აქვთ მოქცეული. „რესი“ იტყობინება ექიმის სიტყვებზე დაყრდნობით, რომ ჯიოევას მეუღლე მის გვერდით რჩება.

ყოფილი მასწავლებელი და ყოფილი განათლების მინისტრი ალა ჯიოევა, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა, თუმცა ეს შედეგები მოგვიანებით გაუქმდა, 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის გამართვას გეგმავდა.

იანვრის ბოლოს ალა ჯიოევამ განაცხადა, რომ იგი ხელისუფლებასთან მიღწეული პოსტ–საარჩევნო შეთანხმებიდან გამოდის და 25 მარტის განმეორებით არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, რადგანაც საკუთარ თავს სამხრეთ ოსეთის კანონიერად არჩეულ ახალ პრეზიდენტად მიიჩნევს.     

სეპარატისტული რეგიონის ლიდერის მოვალეობის შემსრულებელმა ვადიმ ბროვცევმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ჯიოევას გადაწყვეტილება 10 თებერვალს საკუთარი ინაუგურაციის გამართვის თაობაზე „ფაქტიურად ძალაუფლების ხელში ძალით ჩაგდების მოწოდებაა“. 

ცხინვალში ვრცელდება ვარაუდები იმასთან დაკავშირებით, რომ ჯიოევას შტაბში შეჭრის უკან სამხრეთ ოსეთის ყოფილი ლიდერი ედუარდ კოკოითი დგას. ჯიოევას მხარდამჭერებმა განაცხადეს, რომ იმ სამართალდამცავებს შორის, რომლებიც ჯიოევას შტაბში მისი „მოწმის სახით დასაკითხად“ მივიდნენ, „სახელმწიფო დაცვის სამსახურის“ თანამშრომლებიც დაინახეს, რომლებიც ჯერ კიდევ კოკოითის დე ფაქტო კონტროლის ქვეშ რჩებიან. მართალია კოკოითმა პოსტ–საარჩევნო შეთანხმების საფუძველზე დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტი დატოვა და ძალაუფლება პრემიერ–მინისტრ ანატოლი ბროვცევს გადასცა, მაგრამ იგი სეპარატისტული რეგიონის მმართველი პარტიის თავმჯდომარედ რჩება და მიიჩნევა, რომ ხელისუფლებაზე მას კვლავ მნიშვნელოვანი გავლენა აქვს შენარჩუნებული.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30