Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის ტელეკომპანიის მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგური ‘შეგნებულად დააზიანეს’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 თებ.'12 / 20:00


მოძრავი სატელევიზიო სადგური, რომელიც საბაჟო კონტროლის გავლის შემდეგ დაზიანებული აღმოჩნდა, განკუთვნილია ივანიშვილის მეუღლის საკუთრებაში არსებული ტელეკომპანიისთვის, რომელიც "მე–9 არხის" სახელწოდებით დაიწყებს მაუწყებლობას. ამავე სახელწოდების არხი ივანიშვილმა 2004 წელს დახურა. ფოტო: ინტერპრესნიუსი.

მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის ტელეკომპანიის კუთვნილი მოძრავი სატელევიზიო სატელიტური სადგური "შეგნებულად დააზიანეს" მაშინ, როცა ის ბათუმის პორტში 5 საათის განმავლობაში იყო საბაჟო კონტროლის გავლის მიზნით „დაკავებული“, იტყობინება ივანიშვილის პრესსამდივნო.

“ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც გამიზნულად  ზიანდება ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კომპანიების ტვირთი. შპს „იგრიკას“ კუთვნილი სატელევიზიო სატელიტური სადგურის მწყობრიდან გამოყვანა  ხელისუფლების იმ ძალადობრივი პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელსაც ის  ქართული მედიის მიმართ ახორციელებს,“– ნათქვამია განცხადებაში.

პრესსამდივნო განმარტავს, რომ შპს „იგრიკას“ კუთვნილი ტელეკომპანია "მე–9 არხის" 450 ათასი ევროდ ღირებული სატელევიზიო სატელიტური სადგური „გამართულად მუშაობდა“, როცა საქართველოში გამოგზავნამდე ლიტვურმა ტელესაკომუნიკაციო კომპანიამ და საერთაშორისო კომპანია „SGS”-მა „ადგილზე დეტალურად შეამოწმეს“.

„მოძრავი სატელიტური სადგურის საბაჟო კონტროლის ზონიდან გამოყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქარხნის ლუქები ახსნილი იყო(ეს დასტურდება ვიდეომასალით). მოგვიანებით კი ექსპერტებმა დაადასტურეს ტვირთის დაზიანების ფაქტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

პრესსამდივნოს ინფორმაციით, ტექნიკა ბათუმის პორტში 9 თებერვალს შევიდა და ხუთი საათის განმავლობაში არც ტვირთის თანმხლებ პასუხისმგებელ პირებს და არც შპს „იგრიკას“ წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება დასწრებოდნენ საბაჟო კონტროლის გავლის პროცესს, რის მიზეზადაც დასახელდა „საბაჟოზე ინტერნეტის გათიშვის გამო სათანადო დოკუმენტაციის გაუცემლობა“.

“კონტროლი განხორციელდა ცალმხრივად, რაც ბადებს საფუძვლიან ეჭვს, რომ  მოძრავი ტელესადგურის დათვალიერებისას ის შეგნებულად დააზიანეს“, – აცხადებს ივანიშვილის პრესსამდივნო. 

ივანიშვილის „ქართუ ჯგუფში“ შემავალი კომპანიების წარმომადგენლებმა რამოდენიმეჯერ განაცხადეს, რომ მათ საბაჟოზე პრობლემებს უქმნიდნენ, მათ შორის ტვირთების განზრახ დაზიანების კუთხით. ეს ინფორმაცია 6 იანვარს ივანიშვილის წარმომადგენლებმა თბილისში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებსაც მიაწოდეს და  გადასცეს დოკუმენტაცია, სადაც დაზიანებულ აპარატურას შორის ასევე იყო რვა ერთეული LiveU-ს პორტატული მოწყობილობა, რომლებიც პირდაპირი ტრანსლაციისთვის გამოიყენება.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2020, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29