Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კამპანია პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების წინააღმდეგ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 თებ.'12 / 16:57


„ქორთიარდ მერიოტში“ 16 თებერვალს კამპანიის „ეს შენ გეხება“ პრეზენტაცია გაიმართა. ფოტო: ინტერპრესნიუსი

უფლებადამცველი არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ჯგუფმა დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიც არის დეპუტატების დარწმუნება იმაში, რომ პარლამენტის მიერ საარჩევნო კანონმდებლობაში დეკემბრის ბოლო მიღებულ ცვლილებებს გადახედონ. 

იმის გამოსახატად, რომ საკანონმდებლო ცვლილებებით დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა ორგანიზაციების და ინდივიდუალური პირების ფართო სპექტრს შეეხოს, კამპანიას მათ შემდეგი სახელწოდება შეურჩიეს: „ეს შენ გეხება“.

კამპანიის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ასევე რამდენიმე მედია საშუალება, მათ შორის ყოველკვირეული ჟურნალი „ლიბერალი“. კამპანიის მხარდამჭერია ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო".

ჯგუფი აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც პარტიების დაფინანსების წესებს ამკაცრებს და პარტიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებს პოლიტიკურ პარტიებთან პირდაპირ ან არაპირდაპირ დაკავშირებულ ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებსაც უწესებს, „ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას“. ჯგუფი ასევე აცხადებს, რომ „კანონის ბუნდოვანებიდან გამომდინარე, დიდია საშიშროება მათი არათანამიმდევრული და შერჩევითი იმპლემენტაციისა“. ჯგუფი ასევე შეშფოთებულია იმის გამო, რომ კანონით სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებული პოლიტიკური მიზნით ფულადი სახსრების ან სხვა სახის უპირატესობის მიღებაზე, თუ ამ ქმედების ჩადენა შეგნებულად ხდება. 

ანალოგიური შეშფოთება გამოთქვა შეკრების და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა მაინა კიაიმ, რომელმაც აღნიშნა 13 თებერვალს საქართველოში რვადღიანი ვიზიტის დასრულების შემდეგ, რომ დეკემბრის ბოლოს პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები „არათანაბარ პოლიტიკურ პირობებს ქმნის".

მმართველი პარტიის დეპუტატები და ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ მოცემული საკანონმდებლო ცვლილებების ერთადერთი მიზანი პოლიტიკური კორუფციის აღკვეთაა, ასევე ხვრელების შევსებაა იმისათვის, რომ გამოირიცხოს გარემოება, სადაც მსხვილ ფინანსებს არაპროპორციულად დიდი ზეგავლენა ექნებათ დემოკრატიულ პროცესებზე.

ამ საკითხზე კამათისას ხელისუფლების წარმომადგენლები ყოველთვის ხაზს უსვამენ პოლიტიკური პარტიების შესახებ შეცვლილი კანონის იმ დებულებას, რომელიც აცხადებს, რომ კანონის მიერ გათვალისწინებული შეზღუდვები ვერ იქნება გამოყენებული გამოხატვის თავისუფლების და სამოქალაქო აქტიურობის წინააღმდეგ.

პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის კომენტირებისას აშშ–ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა განაცხადა 14 თებერვალს: „მე ვფიქრობ, რაც საზოგადოების რეაქციიდან ნათელია, რომ ამ კანონმდებლობის ასპექტების შესახებ წუხილები არსებობს“.

„მე ვიცი დებულება ამ კანონმდებლობაში, რომელიც ცალსახად აცხადებს, რომ არ შეიძლება მისი [კანონის] გამოყენება გამოხატვის თავისუფლების ან პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მიზნით. ნათელია, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია საქართველოში კვლავ შეშფოთებულია, მიუხედავად ამ დებულებისა. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია, რომ ამ კანონმდებლობის აღსრულების პროცესში ასევე იყოს წესების დაზუსტების პროცესი, რათა ყველასთვის ნათელი გახდეს მათი შესაბამისი პასუხისმგებლობები“, – განაცხადა აშშ–ის ელჩმა.

მან კიდევ ერთხელ გაიმეორა აშშ–ის მზადყოფნა, რომ დაეხმაროს საქართველოს „ძალიან კონკურენტუნარიანი კამპანიის“ ჩატარებაში, რათა შედგეს „რაც შეიძლება თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები, რასაც შედეგად ისეთი პარლამენტის ჩამოყალიბება მოყვება, რომელიც სრულად ასახავს ქართული საზოგადოების შეხედულებებს და მომავალს. “

16 თებერვალს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების ჯგუფმა, რომლებიც კამპანიას „ეს შენ გეხება“ ახორციელებენ, პეტიციისთვის ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს და პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებების გადახედვისკენ მოუწოდეს. კამპანიის ფარგლებში ჯგუფმა Facebook-ზე გვერდი გახსნა და ამ საკითხთან დაკავშირებით ვებ–გვერდის გახსნასაც გეგმავს. ჯგუფი პეტიციას და მათ მიერ მომზადებულ საკანონმდებლო წინადადებებს პარლამენტს 17 თებერვალს წარუდგენს, რის პარალელურადაც საკანონმდებლო ორგანოს წინ აქცია გაიმართება.

პეტიციაში ნათქვამია, რომ „კატეგორიულად მიუღებლად მივიჩნევთ 2011 წლის დეკემბერში მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლებიც: ზღუდავს სამოქალაქო აქტივობას, საკუთრების უფლებას, გამოხატვისა და პოლიტიკური საქმიანობის თავისუფლებას, აფერხებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას; მძიმე და გაუმართლებელ პასუხისმგებლობას აკისრებს ამომრჩეველს; განუსაზღვრელ და არაკონსტიტუციურ უფლებამოსილებებს ანიჭებს პარტიების დაფინანსების მთავარ მაკონტროლებელს - საქართველოს კონტროლის პალატას; სერიოზულ საფრთხეებს უქმნის როგორც თითოეულ მოქალაქეს, ისე სამოქალაქო საზოგადოებას, მათ შორის, მედიას; აუარესებს საარჩევნო გარემოს ქვეყანაში“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12