Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ავღანეთში ქართველ ჯარისკაცებს სტუმრობდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 თებ.'12 / 16:41


"რუსთავი 2"–ის კადრში ჩანს პრეზიდენტი სააკაშვილი, რომელიც სიტყვით მიმართავს ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში მომსახურე ქართველ ჯარისკაცებს 20 თებერვალს.

პრეზიდენტი სააკაშვილი მოულოდნელი ვიზიტით 20 თებერვალს ავღანეთს ეწვია და ქართველი ჯარისკაცები მოინახულა.

სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა მიხეილ სააკაშვილმა ჰელმანდის პროვინციაში ბაზა"შუკვანზე“ ქართველ ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა და განუცხადა, თუ  „რამდენად ვამაყობთ თითოეული ჩვენგანი იმითი, რასაც თქვენ აკეთებთ; იმითი, რასაც ჩვენ ყველანი ვაღწევთ“. ტელეკომპანია „რუსთავის 2“–ის ცნობით, სააკაშვილი ჰელმანდში, დაახლოებით, 2 საათის განმავლობაში იმყოფებოდა. 

“დღეს თქვენ წარმოადგენთ დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, დღეს ის, რასაც თქვენ აკეთებთ ეს არის პირდაპირი გაძლიერება საქართველოს პოზიციების, საქართველოს ჯარის, მთლიანად საქართველოს მომავლისთვის ძალიან მყარი საფუძვლის შექმნა“, – მიმართა მან ჯარისკაცებს.

„მე ახლა [თებერვლის დასაწისში] ვნახე თქვენი ბატალიონის მეთაური ალექსანდრე ტუღუში მას შემდეგ, რაც მძიმედ დაშავდა [ჰელმანდში], ვაშინგტონში სამხედრო ჰოსპიტალში. წარმოუდგენელი გამბედაობის ოფიცერი  – აი ეს არის ნამდვილი ქართველი კაცის ვაჟკაცობა,“– განაცხადა მან. 

სააკაშვილმა ჯარისკაცებთან ერთად ისადილა და მათთან საუბრისას განაცხადა, რომ ავღანეთში ყოფნა „არის წარმოუდგენლად უნიკალური გამოცდილება მოვალისთვის, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება, სამწუხაროდ“.

„თუ გვინდა, რომ გვქონდეს ქვეყანა, უნდა გვყავდეს არმია და თუ გვინდა, რომ გვყავდეს არმია, უნდა ვიყოთ ავღანეთში – ძალიან მარტივია; სხვა არჩევანი არ არსებობს“, – დასძინა მან.

პრეზიდენტთან ერთად ავღანეთში ასევე იმყოფებოდნენ თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალაია და სახელმწიფო მინისტრი ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე.

31–ე ქვეითთა ბატალიონი ჰელმანდის პროვინციაში მეორე, ექვსთვიანი როტაციის ფარგლებში იმყოფება.

2009 წლის ნოემბერში ISAF-ის ოპერაციაში ჩართვის შემდეგ საქართველომ 12 სამხედრო დაკარგა.

წელს საქართველო ქვეითთა კიდევ ერთი ბატალიონის გაგზავნას გეგმავს ავღანეთში, რომლებიც დაემატებიან იმ 936 ქართველ ჯარისკაცს, ვინც უკვე მსახურობს ნატოს ეგიდით მიმდინარე ISAF-ის ოპერაციაში. დამატებითი ბატალიონის გაგზავნის შემდეგ – რაც 749 სამხედროს შეადგენს – საქართველო ნატოს ის არაწევრი სახელმწიფო იქნება, რომელსაც ყველაზე მეტი სამხედრო ეყოლება ავღანეთში.

 

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
10