Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: საქართველო ‘საბრძოლო მანქანას’ აწარმოებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 თებ.'12 / 19:31

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 20 თებერვალს, რომ მიმდინარე კვირას პირველი ქართული წარმოების „საბრძოლო ტექნიკის“ გამოცდა განხორციელდება.

სააკაშვილმა ეს განცხადება ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში ვიზიტის დროს ქართველი ჯარისკაცების წინაშე გამოსვლისას გააკეთა.

მან „საბრძოლო მანქანის“ დეტალებზე არ ისაუბრა და მხოლოდ მისი სახელი „ლაზიკა“ ახსენა; იგივე სახელი ერქმევა ქალაქს, რომლის აშენებაც შავი ზღვის სანაპიროზე იგეგმება და რომლის შესახებაც სააკაშვილმა პირველად დეკემბერში განაცხადა.

„თქვენ იცით,  რომ ჩვენ გამოვუშვით ჯავშანტრანსპორტიორები „დიდგორი“; ჩვენ ვუშვებთ ავტომატებს, ჩვენ ვუშვებთ სხვა ტექნიკას – ეს ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მსოფლიოში“, – განაცხადა სააკაშვილმა. 

ქართული წარმოების ორი ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი, „დიდგორი“, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთან არსებულმა კვლევითმა ცენტრმა „დელტამ“ შეიმუშავა, პირველად 2011 წლის 26 მაისის სამხედრო აღლუმზე იქნა წარმოდგენილი – „დიდგორი 1“ Minigun-ის ტიპის ტყვიამფრქვევით და „დიდგორი 2“ – 12.7 კალიბრიანი ტყვიამფრქვევით.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა თებერვლის დასაწყისში, რომ საქართველო უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებაზე მუშაობს; ამ თემაზე დეტალები უცნობია. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასევე განაცხადა 20 თებერვალს, რომ ხელისუფლებამ „ბევრი გააკეთა, თუნდაც ბოლო წლებში, შეიარაღებული ძალების აღჭურვისთვის“ ყოველგვარი ხმაურის და ტრაბახის გარეშე.

მან ასევე განაცხადა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ იმ პირთა რაოდენობა, რომელთაც სარეზევრო სამსახურის გავლის სურვილი აქვთ, ოთხჯერ გაიზარდა და გაზაფხულის ბოლოს საქართველოს 100 000–ზე მეტი გაწვრთნილი რეზერვისტი ეყოლება.

სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ იგი სიამაყით აივსო, როდესაც თებერვლის დასაწყისში ანაპოლისში აშშ–ის საზღვაო აკადემიას ესტუმრა და ოთხ ქართველ ოფიცერს შეხვდა, რომლებიც "საზღვაო ქვეითებად ემზადებიან – იმ შენაერთებად, რომელიც აუცილებლად დაგვჭირდება ჩვენ შეიარაღებულ ძალებში“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
16