Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის კოალიცია დაფუძნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 თებ.'12 / 14:58


მარცხნიდან მარჯვნივ: დავით უსუფაშვილი, რესპუბლიკელების ლიდერი; ბიძინა ივანიშვილი; ირაკლი ალასანია "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი; და კახა შარტავა, ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე 21 თებერვალს კოალიციის "ქართული ოცნება" დაფუძნების ცერემონიაზე. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

21 თებერვალს მილიარდერმა ოპოზიციონერმა ბიძინა ივანიშვილმა ოთხსუბიექტიანი პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნება“ და მისი სამოქმედო თეზისების 12–პუნქტიანი დეკლარაცია წარადგინა. 

კოალიციაში ოთხი დამფუძნებელი პოლიტიკური პარტია არის გაერთიანებული: „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველო“ – ივანიშვილის სამომავლო პარტია, „ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები“, რესპუბლიკელები და ეროვნული ფორუმი.

ივანიშვილის თქმით, კონსერვატორები და ხალხის პარტია კოალიციაში წარმოდგენილი არიან თავიანთი ლიდერების, ზვიად ძიძიგურისა და კობა დავითაშვილის სახით და არა როგორც დამფუძნებლები, თუმცა „მიუხედავად ამისა, სრულიად მოემსახურებიან თავისი რესურსებით პოლიტიკურ კოალიციას“. კონსერვატიული პარტია ერთადერთია კოალიციიდან, რომელიც საარჩევნო კომისიებში არის წარმოდგენილი.

„ჩვენ გვაქვს უკვე კარგი გუნდი“, – განაცხადა ივანიშვილმა პრეზენტაციაზე. მან იქვე მოუწოდა, რომ „ერთ გუნდად“ მოხდეს კოალიციის აღქმა და დასძინა, რომ განხეთქილების შეტანის მცდელობები უშედეგო იქნება.

მან ასევე განაცხადა, რომ კოალიცია აპრილიდან დაიწყებს გააქტიურებას, მას შემდეგ, რაც მისი სტრუქტურების ფორმირება დასრულდება და ივანიშვილის პარტია ოფიციალურად დაფუძნდება.

“მივალთ საქართველოს თითოეულ მოქალაქესთან, გავააქტიურებთ და თანაც დავიცავთ მათ და ოქტომბრამდე ჩვენ ქვეყანას ერთ მუშტად შევკრავთ და გპირდებით, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ ოქტომბრის [საპარლამენტო] არჩევნებში“, – განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიციის პრეზენტაციის ფარგლებში, რომელსაც მისი სუბიექტების პარტიული წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ივანიშვილმა ასევე წაიკითხა სადამფუძნებლო დეკლარაცია.

დეკლარაციაში ნათქვამია, რომ კოალიცია, რომელიც „საზოგადოების უმრავლესობის მიზნებს“ გამოხატავს, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში „მორალურად გაკოტრებულ მმართველ რეჟიმზე“ გამარჯვების მიზნით შეიქმნა.

“ჩვენი ქვეყნისათვის 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მნიშვნელოვანი გზაგასაყარია - ამ არჩევნების შემდეგ საქართველოში რეალურად უნდა დაიწყოს მრავალპარტიული დემოკრატიის დამკვიდრება“, – ნათქვამია დეკლარაციაში, „ეს არის არჩევანი თავისუფლებასა და დიქტატს, სამართლიანობასა და უსამართლობას, ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და საერთაშორისო იზოლაციას შორის“.

კოალიცია ხელისუფლებაში მოსვლას არჩევნების გზით აპირებს და აცხადებს, რომ დაასრულებს „ავტორიტარულ მმართველობას“ და  განავითარებს ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ პოლიტიკურ და სოციალურ–ეკონომიკურ ინსტიტუტებს; კონსტიტუციური რეფორმის გზით დაამკვიდრებს მმართველობის დაბალანსებულ მოდელს; დანერგავს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლის ტრადიციას, გააძლიერებს ოპოზიციის როლს, დაიცავს მედიის თავისუფლებას და წაახალისებს სამოქალაქო ინიციატივებს; გაათავისუფლებს სასამართლოს და სამართალდამცავ ორგანოებს პოლიტიკური ზეწოლისგან და „არ დაუშვებს ხელისუფლებაში მყოფი პარტიის შერწყმას სახელმწიფო ინსტიტუტებთან“.

საგარეო პოლიტიკის და კონფლიქტების მოგვარების კუთხით, კოალიცია აცხადებს, რომ ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციას გააღრმავებს და „რეგიონული მასშტაბის ეკონომიკურ და სამშვიდობო პროცესებში“ მიიღებს მონაწილეობას; საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით მიაღწევს „კონკრეტულ შედეგებს“ რუსეთთან მოლაპარაკებებში; და ასევე მოძებნის „დიალოგის გზებს აფხაზებთან და ოსებთან“.  

„საქართველო უნდა იყოს არა საჯილდაო ქვა, არამედ მრგვალი მაგიდა იმ პრობლემების მოგვარებისა, რომლის მოგვარებაშიც დაინტერესებულია სამეზობლო და ჩვენი პარტნიორები ევროკავშირსა თუ შეერთებულ შტატებში“, – განაცხადა ეროვნული ფორუმის ლიდერმა კახა შარტავამ თავის გამოსვლაში.
 
დავით უსუფაშვილმა, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ კოალიციას აქვს „ერთი დიდი პრობლემა“ და ეს არის ის, რომ „დამარცხებულ ხელისუფლებას“ უპირისპირდება.

“ყველაზე სახიფათო სწორედ დამარცხებულ ხელისუფლებასთან ურთიერთობაა, იმიტომ, რომ მათ დასაკარგი, როგორც ჩანს, აღარაფერი დარჩათ, საკუთარი თავის გარდა – იმიტომ, რომ დაკარგეს ავტორიტეტი, ნდობა, მორალური უფლება იყვნენ ამ ქვეყნის მმართველები“, – განაცხადა უსუფაშვილმა და დასძინა, რომ ასეთი ვითარება ქმედებების „ძალიან სერიოზულ გააზრებას“ მოითხოვს.

“მე მეამეყება დღეს, რომ ასეთ პარტნიორებთან ერთად ვაგრძელებთ ბრძოლას საქართველოს გათავისუფლებისთვის ნაციონალური მოძრაობისგან, მიხეილ სააკაშვილის ერთპიროვნული მმართველობისგან და მე დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ თქვენთაგანთან ერთად, ამ მიზანს ძალიან სწრაფად მივაღწევთ“, – განაცხადა „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა, ირაკლი ალასანიამ თავის გამოსვლაში.   

პოლიტიკური კოალიციის მმართველ რგოლში – პოლიტსაბჭოში, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს, ამ ეტაპზე ოთხი წევრი შედის: ზვიად ძიძიგური, დავით ბერძენიშვილი რესპუბლიკელებიდან, ალექსი პეტრიაშვილი „თავისუფალი დემოკრატებიდან“ და ნოდარ ხადური, ივანიშვილის პარტიიდან, რომელიც იმავდროულად ამ საბჭოს აღმასრულებელი მდივანი იქნება. ივანიშვილის თქმით, ჩამოყალიბების პროცესში მყოფ მის პარტიას კიდევ ერთი „ვაკანსია“ აქვს ამ საბჭოში.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30