Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
აფხაზეთის ლიდერი მორიგ თავდასხმას გადაურჩა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 22 თებ.'12 / 13:40


აფხაზეთის ტელევიზიით გაშვებული კადრი, სადაც ჩანს აფხაზეთის ლიდერის კორტეჟის ერთ–ერთი მანქანა, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს 22 თებერვალს გადაუთას სიახლოვეს.

სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი 22 თებერვალს დილით მორიგ თავდასხმას გადაურჩა მას შემდეგ, რაც მის ესკორტს გუდაუთიდან სოხუმისკენ მიმავალ გზაზე ცეცხლი გაუხსნეს, იტყობინება „აფსნიპრესი“.

ამავე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად აფხაზეთის ლიდერი არ დაშავებულა, თუმცა მისი დაცვის სულ ცოტა ორი წევრი დაიჭრა, რომელთაგანაც ერთ–ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაცვის მეორე წევრიც გარდაიცვალა.            

აფხაზეთიდან გავრცელებული ინფორმაციით, "ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა" ადგილობრივი დროით დილის 8:25 საათზე ამოქმედდა. ზოგიერთი ინფორმაციით, "ფუგასის" ნაღმი აფეთქდა.

"აფსნიპრესის" ცნობით, აფეთქების შემდეგ ანქვაბის ესკორტს ყუმბარმტყორცნიდან და ტყვიამფრქვევიდან ცეცხლი გაუხსნეს. 

აფხაზეთის ლიდერის ესკორტის SUV ტიპის მანქანას, რომელშიც გავრცელებული ინფორმაციით, ანქვაბის დაცვა იჯდა, ყუმბარა მოხვდა, რის შედეგადაც მანქანა დაიწვა. "აფსნიპრესის" ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად აფხაზეთის ლიდერი არ დაშავებულა და ამჟამად იგი თავის სამუშაო ადგილას იმყოფება. 

ანქვაბმა განუცხადა Associated Press-ს ტელეფონით სოხუმიდან, რომ მისი დაცვის ორი წევრი მიყენებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა, ხოლო ერთი დაიჭრა. 

"ჩემი მანქანა ძალიან დაზიანდა, მაგრამ მე თავს კარგად ვგრძნობ", – განაცხადა ანქვაბმა.    

სეპარატისტულ რეგიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა.

თავდასხმის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ანქვაბს ტელეფონით ესაუბრა და თავდასხმის გამოძიებაში მოსკოვის დახმარება შესთავაზა, იტყობინება კრემლი.  

2005 წლის შემდეგ ეს ანქვაბზე უკვე მეხუთე ან შესაძლოა მეექვსე თავდასხმაც არის.

2005 წლის თებერვალში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა სოხუმის მახლობლად ცეცხლი გაუხსნეს ანქვაბის ესკორტს. იმ დროს ადგილობრივი ტელევიზია იტყობინებოდა, რომ მის მანქანას 17 ტყვია მოხვდა. თუმცა, ანქვაბი, რომელიც მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, მისი მოადგილის მანქანაში იჯდა და არ დაშავებულა.

2005 წლის აპრილში ანქვაბი კვლავ უვნებელი გადარჩა, როდესაც სოხუმის მახლობლად მის ესკორტს ისევ გაუხსნეს ცეცხლი. ამჯერად, ანქვაბის მძღოლი დაიჭრა.

2007 წლის ივნისში სოხუმსა და გუდაუთას შორის მდებარე გზაზე დისტანციური მართვის ნაღმი „ფუგასი“ აფეთქდა. მაშინ სოხუმში აცხადებდნენ, რომ ნაღმის სამიზნეს, რომელიც იმ ტრასაზე იყო დამონტაჟებული, სადაც ანქვაბის კორტეჟი რეგულარულად მოძრაობდა, სწორედ ანქვაბი წარმოადგენდა. მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ნაღმი შემთხვევით აფეთქდა, რის გამოც სავარაუდო ტერორისტული აქტი არ შედგა.

2007 წლის ივლისში ანქვაბის მანქანას, რომელიც იმავე მარშრუტით, გუდაუთასა და სოხუმს შორის გზაზე გადაადგილდებოდა, ყუმბარმტყორცნიდან ესროლეს, რის შედეგადაც ანქვაბმა მცირე დაზიანება მიიღო.

2010 წლის სექტემბერში განხორციელებული თავდასხმის შედეგად ანქვაბი, რომელიც მაშინ ვიცე–პრეზიდენტი იყო, ხელისა და ფეხის არეში დაიჭრა. თავდასხმა გუდაუთაში მოხდა, როდესაც РПГ-26 ტიპის ყუმბარმტყორცნიდან გასროლილი ჭურვი ანქვაბის კუთვნილ ორსართულიანი სახლის სახურავს მოხვდა.

არც ერთი ეს შემთხვევა ბოლომდე გამოძიებული არ ყოფილა და არც არავინ დაუკავებიათ. თავად ანქვაბი თავდასხმებს "შიდა" აფხაზურ ძალებს აბრალებს, თუმცა დეტალებზე მას საჯაროდ არასდროს უსაუბრია.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12