Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო საბჭოთა ოკუპაციის დღეს აღნიშნავს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 25 თებ.'12 / 14:30


ბოლშევიკური წითელი არმიის აღლუმი თბილისში, 1921 წლის თებერვალი. ქართველი ბოლშევიკი სერგო ორჯონიკიძე 91 წლის წინ წითელ არმიას საქართველოში შემოუძღვა. ფოტო: Photomuseum.org.ge  

საქართველოს სამთავრობო შენობებზე დროშები ნახევრად დაუშვეს 25 თებერვლის აღსანიშნავად – დღის, როდესაც ბოლშევიკურმა რუსულმა არმიამ 1921 წელს თბილისის ოკუპაცია განახორციელა.

წელს უკვე მეორედ აღინიშნება ოფიციალურად საბჭოთა ოკუპაციის დღე საქართველოში მას შემდეგ, რაც პარლამენტმა 2010 წელს ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც მთავრობას ყოველ 25 თებერვალს სხვადასხვა მემორიალური ღონისძიებების ორგანიზება დაავალა კომუნისტური საოკუპაციო  რეჟიმის პოლიტიკური რეპრესიების ასიათასობით მსხვერპლის მოსახსენიებლად. 

წელს მთავრობამ ერთკვირიანი კამპანია წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც გაიმართა ღონისძიებები,  რომლებიც 91 წლის წინანდელი მოვლენების შესახებ სკოლის მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას ისახავდა მიზნად. წითელი არმიის შემოჭრას სპეციალური გაკვეთილები და ლექციები მიეძღვნა.

მთავრობის ინიციატივით ასევე განხორციელდა „წითელი ყაყაჩოს“ აქცია, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები წითელ ყაყაჩოს იბნევენ და ამით პატივს მიაგებენ ოკუპანტებთან ბრძოლაში დაღუპულ გმირებს. ოფიციალური პირები და დეპუტატები, ასევე საქართველოს ნაციონალური ტელევიზიების წამყვანებიც ატარებენ ყაყაჩოს სამკერდე ნიშნებს მიმდინარე კვირის განმავლობაში.

დღესვე მოგვიანებით დაგეგმილია პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლა საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით, იტყობინება მისი პრესსამსახური.

 

 

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18