Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს საქართველოს მიმართ ძალის გამოუყენებლობის პირობა დადოს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 28 თებ.'12 / 13:16

საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებში უსაფრთხოების მდგრადი მექანიზმების უზრუნველსაყოფად „საჭიროა“ რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ „მკაფიო“ პირობის დადება, განაცხადეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 27 თებერვალს.

სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება იქნა განხილული ორშაბათს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომლის დღის წესრიგის მთავარ საკითხსაც სირიაში მიმდინარე მოვლენები წარმოადგენდა. 

შეხვედრის შემდეგ სამხრეთ კავკასიის შესახებ გაკეთებულ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის სამ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებამ „ევროკავშირს რეგიონში კონფლიქტების მოგვარების ძალისხმევის მხარდასაჭერად ახალი გზები და შესაძლებლობები გაუჩინა“.

საქართველოსთან დაკავშირებით განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და კიდევ ერთხელ გამოხატავს „შეშფოთებას საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში – რუსეთის სამხედრო და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო“. იგი ასევე მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.

„ევროკავშირი მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მონაწილეებს განაგრძონ ერთობლივი მუშაობა უსაფრთხოების მდგრადი მექანიზმების მიმართულებით. ამ კუთხით, საჭირო იქნება რუსეთის მიერ ძალის გამოუყენებლობის შესახებ მკაფიო პირობის დადება“, – განაცხადეს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა.

უსაფრთხოების მექანიზმის ერთ–ერთი ასპექტი, რომელიც ჟენევის დისკუსიების დროს განიხილება, ძალის გამოუყენებლობის პირობაა, რომელიც საქართველომ ცალმხრივად უკვე იკისრა. რუსეთი მსგავსი პირობის დადებისგან უარს აცხადებს, რადგან მიიჩნევს, რომ ის კონფლიქტის მხარე არ არის და ამის ნაცვლად თბილისს მოუწოდებს სოხუმთან და ცხინვალთან ცეცხლის არგამოყენების შესახებ ხელშეკრულებები გააფორმოს. მოსკოვს ამ ხელშეკრულებების შესრულების გარანტორის როლი სურს ვაშინგტონთან და ბრიუსელთან ერთად.
 
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განცხადებაში კიდევ ერთხელ გამოხატეს ბრიუსელის მზადყოფნა, რომ „კვლავ ჩართულები დარჩებიან საქართველოში სტაბილიზაციის და კონფლიქტების მოგვარებისკენ მიმართულ ძალისხმევაში,“ მათ შორის ჟენევის დისკუსიებში ევროკავშირის წარმომადგენლის მონაწილეობის გზით და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები მიესალმნენ „საქართველოს მიერ სეპარატისტული რეგიონების მიმართ ჩართულობის სტრატეგიის განხორციელებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს“, თუმცა ასევე მოუწოდეს საქართველოს „უფრო ეფექტური ჩართულობის პოლიტიკა და პრაგმატული, პოზიტიური და კონსტრუქციული მიდგომა განახორციელონ, რათა ხელი შეუწყონ ვაჭრობას, მიმოსვლასა და ინვესტიციებს“ სეპარატისტულ რეგიონებთან ადმინისტრაციულ საზღვრებზე.

ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ იგი კვლავ ერთგული რჩება იმ მიდგომის მიმართ, რომელიც სეპარატისტული რეგიონების „არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკას“ ითვალისწინებს – ამგვარი მიდგომა აფხაზეთის ლიდერმა სულ ცოტა ხნის წინ მკაცრად გააკრიტიკა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირი „გააფართოვებს ჩართულობას ორ სეპარატისტულ რეგიონთან.“

ევროკავშირმა ასევე განაცხადა, რომ ის კვლავაც გააგრძელებს საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებას. აღნიშნეს რა დევნილთა „უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უპირობო უფლება“, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე ხაზი გაუსვეს ძალისხმევის გაზრდის საჭიროებას, რათა დევნილებს გააჩნდეთ საარსებო წყარო და საცხოვრებელი პირობები.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
28