Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი ქართული წარმოების არტილერიისა და საფრენი აპარატების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მარ.'12 / 15:56

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო არტილერიას და "სამხედრო საფრენ აპარატებს" აწარმოებს.

“ხვალ ვცდით ქართულ არტილერიას", – განაცხადა მან 2 მარტს თავის რეზიდენციაში სტუდენტებთან შეხვედრის დროს, "ვინ წარმოიდგენდა, რომ საქართველო როდესმე თვითონ ააწყობდა არტილერიას. ვეხვეწებოდით ვიღაცეებს, რომ მოგვეცით, რიგში ვიდექით, ხან დაგვადებდნენ ემბარგოს ხან არა, ისრაელთან ვიყავით მუდმივად, რომ ‘აი თქვენი არტილერია’ –  ზუსტად უკეთესი ავაწყვეთ, ვიდრე ისრაელმა, ახლა გაიგებენ და დაინტერესდებიან;  უკეთესი ავაწყვეთ. არ ყოფილა ისეთი უმაღლესი მათემატიკა და ხვალ გამოვცდი პოლიგონზე". 

"საჰაერო საფრენ აპარატებს“ ასევე უახლოეს დღეებში „ნახავთ და  გამოვცდით“, განაცხადა მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე. დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ თებერვლის დასაწყისში განაცხადა, რომ საქართველო უპილოტო საფრენი აპარატის წარმოებაზე მუშაობს.

“ამას წინათ ჩვენ გამოვცადეთ ჩვენი მუხლუხოიანი საბრძოლო მანქანა „ლაზიკა“ და მაშინვე დაიწყეს მსჯელობა, ‘ეს ის არ არის’, ‘ამერიკული ჯობია’, ‘ინგლისური ჯობია’. არ გიკვირთ? პირი არ გავაღეთ რომ საერთოდ შევქმენით? ვის წარმოედგინა, რომ საქართველოს შეუძლია ჯავშნიანი მუხლუხოიანი მანქანის  შექმნა ქართული სქემებით, ქართული ინჟინრებით?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

“არავინ არ დაგვხმარებია საერთოდ, არავის არ ქონდა ინტერესი, რომ დაგვხმარებოდა", – განაგრძო მან, "ეს იყო ის პერიოდი, როცა ყველამ თითქმის გადაგვიკეტა იარაღი იმიტომ, რომ ყველას შეეშინდა, რომ საქართველო მაინც ქრებოდა მსოფლიო რუკიდან 2008 წელს. მერე ეს ყველაფერი მოიხსნა".

"და ჩვენ ხელები კი არ ჩამოვუშვით. დასხდნენ ჩვენი ინჟინრები და შექმნეს ეს სისტემა ნულიდან", – დასძინა მან და იქვე ანალოგია მოიყვანა სინგაპურთან, რომელმაც ასევე "სამხედრო ემბარგოს" პირობებში "ნულიდან" შექმნა თავისი სამხედრო მრეწველობა.  

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20