Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სააკაშვილი: ‘რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმება სიძლიერის ნიშანია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 2 მარ.'12 / 18:03

რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმება უფრო „სიძლიერის ნიშანია“, ვიდრე სისუსტის, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 2 მარტს თავის რეზიდენციაში სტუდენტებთან შეხვედრაზე.

„ჩვენ ვიცით, რომ რუსეთი პრობლემაა. რამდენიმე ათეული ტერორისტული შეტევა განახორციელეს ჩვენზე ბოლო ორი–სამი წლის განმავლობაში, მაგრამ მათგან 90% ჩვენ აღმოვაჩინეთ“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ ზოგიერთი შემთხვევა საერთოდ არც გახმაურებულა.

„ჩვენ, იმის გამო, რომ დარწმუნებული ვართ, რომ ვაკონტროლებთ ჩვენს ტერიტორიას და გვაქვს უსაფრთხოების კარგი სისტემა, იმის გამო, რომ ვიცით, რომ ჩვენი პოლიცია არ არის კორუმპირებული და ჩვენი კონტრდაზვერვა არის ეფექტური, ამის გამო არ გვეშინია იმ [რუსი] ტურისტების ნაკადის შემოსვლის. ამავე დროს, ჩვენ ვიცით, რომ ტურისტი თავისთავად საშიში არ არის“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ სავიზო რეჟიმი მაინც ვერ შეაჩერებს ჯაშუშების შემოსვლას ქვეყანაში.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი რუსი ტურისტი შემოვა, უფრო მეტი დადებითი ინფორმაცია გავა საქართველოს შესახებ რუსეთის საზოგადოებაში, რაც რუსეთში საქართველოსთან მიმართებაში არსებული საზოგადოებრივი აზრის შეცვლას დაეხმარება; მან ასევე აღნიშნა, რომ ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს სოციალური მედია და ბლოგები და დასძინა, რომ მან დადებითი ტენდენციები შენიშნა საქართველოს იმიჯთან დაკავშირებით რუსულ საზოგადოებაში.    

„თანამედროვე მსოფლიოში იარაღზე მეტად ინფორმაცია ფასობს“, – განაცხადა მან. „თავისუფალი უვიზო მიმოსვლა რუსეთის მოქალაქეებისთვის – ეს არის ჩვენი დამატებითი საშუალება იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი სიმართლის გატანა, მათ შორის იქ, სადაც ეს ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის ჩვენი უსაფრთხოებიდან გამომდინარე“.

რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში 90 დღით, უვიზოდ შემოსვლა 29 თებერვლიდან შეუძლიათ.

2010 წლის ოქტომბერში საქართველომ 90–დღიანი უვიზო რეჟიმი შემოიღო ჩრდილოეთ კავკასიის მაცხოვრებლებისთვის, ხოლო რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს ვიზების აღება საქართველოში შემოსვლის დროს შეეძლოთ.    

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
23