Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
საქართველო ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემას აწარმოებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 3 მარ.'12 / 14:30


ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომლის პრეზენტაციაც 3 მარტს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე შედგა. ოფიციალური ფოტო პრეზიდენტის Facebook–ის გვერდიდან.

ქართული წარმოების ახალი ზალპური ცეცხლსასროლი რეაქტიული სისტემის პრეზენტაცია დღეს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე მოეწყო – ერთი კვირის თავზე, რაც იმავე პოლიგონზე ქართული წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანის „ლაზიკას“ დემონსტრირება შედგა.

"ახლა შევქმენით საარტილერიო  დანადგარი და უახლოეს პერიოდში ამის ჭურვების გამოშვებას დავიწყებთ, ამის რაკეტების იმიტომ, რომ მთავარი პრობლემა იყო თხევადი საწვავი და ეს პრობლემა პრაქტიკულად ქართველი ინჟინრების მიერ ამ ტიპის რაკეტებისთვის უკვე პრაქტიკულად არის გადაწყვეტილი", – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც თავდაცვის მინისტრთან ბაჩო ახალაიასთან ერთად ახალი საბრძოლო ტექნიკის დემონსტრირებას დაესწრო.

ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის "დელტას" ბაზაზე საერთაშორისო სამხედრო ინდუსტრიაში დაგროვილი გამოცდილების გათვალისწინებით შეიქმნა, განკუთვნილია მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალის, ჯავშანტექნიკის, საარტილერიო ბატარეების, გამაგრებული ობიექტების, საკომანდო პუნქტების და საფორტიფიკაციო ნაგებობების გასანადგურებლად.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საბრძოლო მანქანას ცეცხლის წარმოება, პოზიციის წინასწარი მომზადების გარეშე და გათვლის დაჯავშნული კაბინიდან გადმოუსვლელად შეუძლია, რაც ზალპის განსახორციელებლად საჭირო დროს მინიმუმამდე ამცირებს.

ამ საარტილერიო სისტემის ტექნიკური პარამეტრებია: მიმმართველების რაოდენობა - 40-დან 80 ერთეულამდე; რეაქტიული ჭურვის კალიბრი - 122 მმ; მიმმართველებიანი პაკეტის ამაღლების კუთხე - მინიმალური 0 გრადუსი, ხოლო მაქსიმალური - 60 გრადუსი; ჰორიზონტალური დამიზნების კუთხე - შასიდან მარჯვნივ 80 გრადუსი, შასიდან მარცხნივ 120 გრადუსი; სრული ზალპის ხანგრძლივობა 20 წამი; სროლის სიშორე რაკეტის ტიპიდან გამომდინარე - მინიმალური - 1000 მ, მაქსიმალური - 40 000 მ; მანქანის გადაადგილების მაქსიმალური სიჩქარე - 80 კმ/სთ; სვლის მარაგი-500 კმ; გათვლა -5 კაცი.


ახალი საარტილერიო დანადგარიდან გასროლილი ჭურვი, ვაზიანის პოლიგონი 3 მარტი. ოფიციალური ფოტო პრეზიდენტის Facebook–ის გვერდიდან.

„ეს არის უკვე მაღალ ტექნოლოგიური ქართული წარმოება“, რომელიც სააკაშვილის თქმით, „აღემატება ძველ საბჭოთა ანალოგებს თავისი პარამეტრებით“.

მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო ასევე აწარმოებს „საფრენ აპარატებს“ და განმარტა, რომ ამგვარი წარმოების დაწყებას, რაშიც „რამოდენიმე ათასი ადამიანია“ დასაქმებული, იმ „რამოდენიმე თვემ“ მისცა სტიმული, როდესაც იარაღის შეძენა პრობლემური გახდა.

“ჯერ ერთი ყიდვაც ასე ადვილი არ არის ბაზარზე და ბევრად უფრო იაფია [საკუთარი წარმოება]“, – განაცხადა პრეზიდენტმა, „აღარ ხარ დამოკიდებული იმაზე, რომ ვიღაცამ სადღაც მოგატყუოს ან ვიღაცამ ინფორმაცია სხვას არ გაუზიაროს ან ვიღაცამ გადამწყვეტ მომენტში უარი არ გითხრას [იარაღის მოყიდვაზე] და არ შეგიჩეროს ამის მოცემა. ეს შენია, შენ აკეთებ, შენ თავზე ხარ დამოკიდებული და ამიტომ ეს ყოველთვის დაცულია, მითუმეტეს ჩვენისთანა ქვეყნისთვის და ამას ყოველთვის აქვს აზრი“.

უცნობია, სააკაშვილი რაიმე კონკრეტულ შემთხვევას გულისხმობდა თუ არა, როდესაც განაცხადა, რომ შეიძლება „ვიღაცამ სადღაც მოგატყუოს ან ვიღაცამ ინფორმაცია სხვას გაუზიაროს“, მაგრამ სავარაუდოდ ეს განცხადება იმ ვარაუდის გამოძახილია, რომელიც მას შემდეგ გაჩნდა, რაც WikiLeaks-მა ჰაკერების მიერ მოპოვებული ამერიკული ანალიტიკური კომპანია Stratfor-ის ელექტრონული წერილების გამოქვეყნება დაიწყო.

ერთ–ერთი ასეთი წერილის თანახმად, რომელიც 2009 წლის თებერვლით თარიღდება, წყარომ Stratfor-ის უფროსს ანალიტიკოსს განუცხადა, რომ უპილოტო საფრენ აპარატებს, რომლებიც საქართველომ ისრაელისგან შეიძინა, მას შემდეგ შეექმნა საფრთხე, რაც ისრაელმა და რუსეთმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალეს, კერძოდ კი, ისრაელმა რუსეთს ამ უპილოტო საფრენი აპარატების კოდები მისცა, რაც მათი მმართვის სისტემაში შეღწევადობას უზრუნველყოფდა; საპასუხოდ კი რუსეთმა ისრაელს ირანის Tor-M1–ის კოდები გადასცა.


ქართული წარმოების ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა, რომლის პრეზენტაციაც 3 მარტს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე შედგა. ოფიციალური ფოტო პრეზიდენტის Facebook–ის გვერდიდან.

სააკაშვილმა ქართულ სამხედრო წარმოებაზე საუბრისას ასევე აღნიშნა: „ეს არის საამაყო, რომ ჩვენ ეს შეგვძლებია. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა ვერთვებით ძალიან ბევრ საერთაშორისო თანამშრომლობაში. ძალიან ბევრი ახალი პერსპექტივა გაჩნდა ჩვენი თავდაცვის ძალების განვითარების, აღჭურვის თვალსაზრისით, მაგრამ რაც არ უნდა პერსპექტივები გაჩნდეს, არასოდეს საკუთარზე არ უნდა ვთქვათ უარი, იმიტომ რომ, ჯერ ერთი სხვა თუ არაფერი, ეს გვიჯდება ბევრად უფრო იაფი“.

მან ასევე განაცხადა, რომ სამხედრო წარმოებას საექსპორტო პოტენციალიც გაუჩნდება მას შემდეგ, რაც ქართული არმია საკმარისად აღიჭურვება.

„ჩვენ ასევე შეგვიძლია, როგორც სხვები აკეთებდნენ ოთხმაგ–ხუთმაგ ფასებში მოგვყიდიდნენ ხოლმე [სამხედრო ტექნიკას], ახლა ჩვენ გავაკეთებთ და უფრო ძვირ ფასებში გავყიდით უცხოეთში“, – განაცხადა სააკაშვილმა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
18