Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
თბილისი მოუწოდებს მოსკოვს უპირობოდ გააუქმოს სავიზო რეჟიმი
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 მარ.'12 / 11:23


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა. ფოტო: ინტერპრესნიუსი. 

თუ რუსეთს ნამდვილად სურს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაძლიერება, მან სავიზო რეჟიმის გაუქმების საპასუხო ნაბიჯები „პოლიტიზირებული წინადადებების“ წამოყენების გარეშე უნდა გადადგას, განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 3 მარტს.

მოსკოვმა განაცხადა 2 მარტს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების თაობაზე საქართველოს ცალმხრივი გადაწყვეტილების საპასუხოდ, რომ ის მზად არის ანალოგიური ქმედება განახორციელოს, თუმცა თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა.

რუსეთის საგარეო უწყების იმავე განცხადებაში მოსკოვმა აღნიშნა, რომ ის მზად არის თბილისთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს. საქართველომ უპასუხა, რომ მისი ეს წინადადება „შოუს ელემენტებს“ შეიცავს. 

„საქართველო მიესალმებოდა, თუ საპასუხოდ რუსეთიც გადადგამდა მსგავს ნაბიჯს და გააუქმებდა სავიზო რეჟიმს საქართველოს მოქალაქეებისათვის. ეს იქნებოდა ინიციატივა რომელიც ჭეშმარიტად გაამყარებდა ორ ერს შორის ურთიერთობებს. თუმცა, აღნიშნულის ნაცვლად, რუსეთის მთავრობამ წამოაყენა რიგი პოლიტიზირებული წინადადებებისა, რაც სათუოს ხდის რუსეთის მზაობას გადადგას მსგავსი ნაბიჯები“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

„დღეს რუსეთმა გამოიყენა პოლიტიკური შოუს ელემენტები, როდესაც გააკეთა შემოთავაზება საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის შესახებ. ცხადია, რომ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე განთავსებული იქნება რუსეთის ფედერაციის მხოლოდ ერთი საელჩო და არა სამი, როგორც ეს დღევანდელი მდგომარეობითაა“, – ნათქვამია განცხადებაში.

„პრეზიდენტმა სააკაშვილმა და საქართველოს მთავრობამ მრავალჯერ დააფიქსირეს თავიანთი მზადყოფნა რუსეთთან ნებისმიერ დონეზე უპირობო დიალოგის გამართვის შესახებ რაც შესაძლებელს გახდიდა იმ საკითხების საფუძვლიან განხილვას, რომლებიც ყოფენ ორ ქვეყანას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო უწყებამ.  „აღნიშნული საკითხების ნუსხაში, აგრეთვე, შედის რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის 20% ოკუპაცია, მის მიერ წარმოებული ეთნიკური წმენდის კამპანია - რომელმაც 400 ათასზე მეტი ქართველი საკუთარ ქვეყანაში იძულებით დევნილ პირად აქცია - ისევე, როგორც რუსეთის უარი აღიაროს საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“.

„ხსენებული სერიოზული საკითხების თაობაზე არსებითი დიალოგის წარმოება წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების სრულად აღდგენის აუცილებელ წინაპირობას. საქართველოსა და რუსეთს შორის სრულყოფილი დიალოგის შედეგი უნდა იყოს, არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა, არამედ უკანონოდ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიებიდან რუსეთის ჯარების გაყვანა, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება და ორივე ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიული საზღვრების აღიარება“, – ნათქვამია განცხადებაში.

„დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი დეოკუპაციას და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას ბუნებრივად მოჰყვება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაც“, – განაცხადა საგარეო უწყებამ.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
56