Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მერაბიშვილი: ქიმერიძის გარდაცვალება ‘უბედური შემთხვევა’ იყო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 მარ.'12 / 14:42

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა 5 მარტს, რომ ხაშურის პოლიციის შენობაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ფაქტის წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა, რომ ეს „უბედური შემთხვევაა“; მისი თქმით, ეს „აღმაშფოთებელი“ ფაქტია, რამაც განაპირობა შინაგან საქმეთა სამინისტროს განზრახვა, რომ პოლიციის შენობებში მეტი გამჭირვალობა უზრუნველყოს.      
  
„მე და სამინისტროს თანამშრომლები ძალიან შეწუხებული ვართ ამ ფაქტის გამო. ეს იყო ძალიან ცუდი ფაქტი“, – განაცხადა მერაბიშვილმა თავის სატელევიზიო კომენტარში 5 მარტს.

„საქართველოს პოლიცია იცავს საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოებას ქუჩაში, სოფლებში, ქალაქებში და მითუმეტეს უნდა დაიცვას ის პოლიციის შენობაში. ჩვენ სპეციალურად ვაშენებთ გამჭირვალე პოლიციის შენობებს, რათა იყოს იქ ყველაფერი გამჭირვალე“, – განაცხადა მან.

“ჩვენი წინასწარი მოკვლევით, ამ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა უბედურ შემთხვევას, მაგრამ ეს მაინც არის აღმაშფოთებელი ფაქტი, ჩემის აზრით. ამიტომ მე გადავწყვიტე, რომ ჩვენ შემოვიღებთ ახალ წესებს, უფრო გამჭირვალეს გავხდით იმ პროცედურებს, რომლებიც ეხება პოლიციის შენობაში მოსული ნებისმიერი სტუმრის, ნებისმიერი სტატუსით მყოფი ადამიანის გადაადგილებას, მისი უსაფრთხოებას დაცვას“, – განაცხადა მან.

„ამიტომ, უახლოეს დღეებში ბრძანებულებას გამოვცემ“, – განაგრძო მერაბიშვილმა, „და ამ ბრძანებულების მთავარი ნაწილი იქნება ის, რომ იმ დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელიც ხელმძღვანელობს ამა თუ იმ პოლიციის შენობას, განყოფილებას თუ სამმართველოს, იქნება პასუხისმგებელი ამ ნორმების შესრულებაზე და ასევე იქნება პასუხისმგებელი უბედური შემთხვევის თავიდან აცილებაზე“.

„იმისათვის, რომ ჩვენი მონიტორინგი განვახორციელოთ ამ ბრძანებულების აღსრულებაზე, ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ხელსაყრელ ადგილას დავაყენოთ ვიდეო კამერები და მონიტორინგის სხვა მექანიზმები“, – განაცხადა მან.

გასული თვის ბოლოს ხაშურის პოლიციაში სოლომონ ქიმერიძის გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიასთან დაკავშირევით ეჭვები გაჩნდა, რადგანაც წამოიშვა ვარაუდები იმის თაობაზე, რომ ის შესაძლოა პოლიციაში დაკავების დროს ცუდი მოპყრობის შედეგად გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქიმერიძე პოლიციაში 27 თებერვალს ქურდობის ფაქტზე აღძრულ საქმესთან დაკავშირებით წაიყვანეს და მან მრავლობითი დაზიანებები მიიღო კიბის მოაჯირიდან გადავარდნის და პირველი სართული ფოიეში დაცემის შედეგად, როდესაც ის პოლიციის შენობის მესამე სართულიდან კიბეებზე ჩადიოდა. შსს–ს ცნობით, ის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35