Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილი პოლიციელებს აფრთხილებს არ შეასრულონ უკანონო ბრძანებები
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 მარ.'12 / 15:56

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ხაშურის პოლიციის შენობაში გარდაცვლილი სოლომონ ქიმერიძე „სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთი მსხვერპლია“ და მოუწოდა პოლიციელებს, რომ არ შეასრულონ „უკანონო ბრძანებები“.  

„სიტუაციაა ძალიან მარტივი: მოქალაქე პოლიციელს გამოჰყავს საკუთარი სახლიდან აბსოლუტურად ჯანმრთელი და გარკვეული დროის შემდგომ, ის მოკლული გამოჰყავს პოლიციის შენობიდან – ჩვენი ქვეყნის მოქალაქე გახდა აშკარად პოლიციის ძალადობის მსხვერპლი პოლიციის სამმართველოს შენობაში“, – განაცხადა ივანიშვილმა 5 მარტს გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ამ შემთხვევიდან ერთი კვირის თავზე არათუ დაკავებულია რომელიმე პოლიციელი, არამედ "სამსახურიდანაც კი არაა გათავისუფლებული არცერთი ადამიანი“.

“ყველაზე ცოტა გამოძიების დამთავრებამდე საჭირო იყო ხაშურის პოლიციის სამმართველოს უფროსის სამსახურიდან გათავისუფლება, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ არ გააკეთა და კიდევ ერთხელ აჩვენა და კიდევ ერთჯერ მიგვანიშნა რა არის მიზეზი ყველაფერი ამის და რა თქმა უნდა, ეს არის სააკაშვილის ძალადობრივი იდეოლოგიის კიდევ ერთი მსხვერპლი“, – განაცხადა ივანიშვილმა.

მისი თქმით, სააკაშვილმა „თავისი ძალადობრივი იდეოლოგია“ საპარლამენტო დებატების დროსაც გამოამჟღავნა, როცა ოპოზიციონერი დეპუტატის „საკმაოდ მწვავე“ კითხვებზე პასუხის გაცემის ნაცვლად,, „მან ვერ შეიკავა თავი და ლამის იქვე მოისურვა ოპოზიციონერი დეპუტატის დასჯა“, თუმცა გაიაზრა, რომ „ამის ძალაუფლება ჯერ კიდევ არ ჰქონდა“  და „ამან შეაჩერა ის, რომ სასჯელისგან თავი შეეკავებინა“.

ივანიშვილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ თავი შეიკავონ უკანონო ბრძანებების შესრულებისგან, „ნუ გახდებიან სააკაშვილის იდეოლოგიაზე აგებული ძალადობრივი სისტემის მსხვეპლნი, ნუ ჰგონიათ და ნუ აქვთ იმის ილუზია, რომ ეს გაგრძელდება ძალიან დიდხანს და სააკაშვილი მათ დაიცავს მუდმივად“.

მისი თქმით, ეს „ძალადობრივი“ სისტემა „ძალიან მალე დაიმსხვრევა“, სულ „რაღაც 7 თვეში“ და პოლიციელები, რომლებიც უკანონო ბრძანებებს ასრულებენ, „ძალიან მკაცრად აგებენ პასუხს“.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36