Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ხელისუფლებას პარტიების შესახებ კანონში კომპლექსური ცვლილებების გატარებისკენ მოუწოდებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 7 მარ.'12 / 18:01

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები მიესალმებიან მმართველი პარტიის მზაობას მკაფიოდ ჩაიწეროს კანონმდებლობაში, რომ პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები არ გავრცელდება ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაზე, თუმცა მხოლოდ ამ თემაზე ფოკუსირებას არასაკმარისად მიიჩნევენ, რადგან შეზღუდვების ობიექტი არა მხოლოდ ეს ორგანიზაციები, არამედ შესაძლოა ნებისმიერი მოქალაქე იყოს.

5 მარტს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ პარტიების შესახებ კანონში ნათლად უნდა ჩაიწეროს, რომ არ შეიზღუდება არასამთავრობო ორგანიზაციების და იმ დონორი ორგანიზაციების „ლეგიტიმურ აქტივობები“, რომლებიც პარტიების განვითარების კუთხით მუშაობენ.

“ერთის მხრივ მოხარულები ვართ, რომ პარლამენტმა უკვე ცალსახად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რომ აუცილებლად შევა ცვლილებები შესაბამის კანონმდებლობაში“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ დღეს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, "ჩვენ ვფიქრობთ, რომ არ არის სწორი აქცენტის დასმა იმაზე, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ან საერთაშორისო ორგანიზაციებს მოეხსნებათ პრობლემები“. 

საკითხებს შორის, რომლის შეცვლასაც კამპანიის მონაწილეები მოითხოვენ 17 თებერვალს პარლამენტისთვის წარდგენილ საკანონმდებლო წინადადებებში, იმ პირთა წრის შევიწროვებასთან ერთად, ვისზეც შესაძლოა შემზღუდველი რეგულაციები გავრცელდეს, ასევე შედის: მოსყიდვის ფაქტზე ამომრჩევლის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის გაუქმება; კონტროლის პალატის მოქმედების ფარგლების განსაზღვრა; დაყადაღების წესის დეტალურად გაწერა და სანქციების შემცირება.

„კომპლექსურად უნდა მოხდეს ყველა ამ საკითხის განხილვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ ჩავთვლით, რომ რაიმე უკეთესობა და სერიოზული გაუმჯობესება კანონმდებლობის იქნა მიღწეული“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების ეს განცხადებები საფუძველს მოკლებული და „ცოტა უცნაურია“, ვინაიდან პარალელურ რეჟიმში პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში მათ მიერ მომზადებულ საკითხთა ფართო წრეზე მსჯელობა გრძელდება.

მინაშვილი მმართველი პარტიის სხვა დეპუტატებთან ერთად დღეს პარლამენტის თავმჯდომარის დავალებით საქართველოში მომუშავე ათამდე საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელს შეხვდა.

მისი თქმით, ამ ორგანიზაციებს გაუჩნდათ განცდა, რომ შესაძლოა პარტიებისთვის დაწესებული შეზღუდვები მათაც შეეხოთ, თუმცა „ჩვენ დავარწმუნეთ, რომ ეს მათზე არ ვრცელდება“.

შესაბამისი გარანტიების შესაქმნელად, დეპუტატის განცხადებით, კანონში გაკეთდება სპეციალური ჩანაწერი, რომ „შეზღუდვები არ ვრცელდება იმ იურიდიულ პირებზე, რომელთა მიზანია პარტიების ინსტიტუციური მხარდაჭერა“. თუმცა შეზღუდვები იმოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ამ ტიპის ორგანიზაციები რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ კამპანიაში ჩაერთვებიან, განაცხადა მინაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, პარტიების შესახებ კანონში ცვლილებების ფორმულირებებზე მუშაობა მიმდინარეობს და პროექტის პირველადი ვარიანტი, სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის იქნება წარმოდგენილი.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
38