Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
მოსკოვი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე თბილისის უარით 'იმედგაცრუებულია'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 12 მარ.'12 / 15:06

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო 12 მარტს აცხადებს, რომ თბილისმა უარყო მოსკოვის ათი დღის წინანდელი შეთავაზებები დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის და რუსეთის მიერ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების თაობაზე.

თბილისმა განაცხადა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა შესაძლებელი გახდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების შემდეგ და აღნიშნა, რომ მოსკოვის ეს ინიციატივა „შოუს ელემენტებს“ შეიცავდა.

„დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის თაობაზე ჩვენი შეთავაზების საპასუხოდ ქართულმა მხარემ კვლავაც წარმოადგინა წინაპირობები, კერძოდ კი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოფიციალური აღიარების გაუქმება“, – განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ბეჭდვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ მარია ზახაროვამ.

„ამდენად, თბილისში არ აპირებენ გადახედონ თავიანთ გადაწყვეტილებას რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის თაობაზე, რომელიც 2008 წლის სექტემბერში მიიღეს. ამა წლის 2 მარტს  წამოყენებული რუსული ინიციატივა, რომელსაც შეეძლო რეალურად დახმარებოდა ურთიერთობების ნორმალიზებას, უარყოფილ იქნა. ეს იმედგაცრუებას იწვევს, თუმცა არავის გაკვირვებია“, – აღნიშნა მან.

რუსეთის საგარეო უწყებამ საქართველოს მიერ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების გადაწყვეტილების საპასუხოდ, 2 მარტს ასევე გამოთქვა ანალოგიურის გაკეთების მზადყოფნა და სანაცვლოდ თბილისს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის გადახედვისკენ მოუწოდა. თუმცა ამგვარი „პოლიტიზირებული წინადადებების“ საფუძველზე, თბილისმა ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის მზაობა და მოუწოდა მასაც ცალმხრივად მიეღო სავიზო რეჟიმთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საქართველოს მოქალქეების სასარგებლოდ. 

“პასუხი გაიცა იმ თვალსაზრისით, რომ რუსეთს შეუძლია მიბაძოს საქართველოს მაგალითს და გააუქმოს ვიზები ცალმხრივად. ეს პასუხი არ შეიძლება ადეკვატურად ჩაითვალოს შემდეგი მიზეზით: საქართველოს ცალმხრივად უვიზი რეჟიმი დაუწესა მსოფლიოს თითქმის ას ქვეყანას. ასეთია პატარა ქვეყნების ჩვეულებრივი პრაქტიკა, რომლებიც მიისწრაფიან ტურისტები მოიზიდონ. თუმცა იმ შემთხვევებში, როცა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორები თანხმდებიან, რომ მათ ანალოგიურით უპასუხონ, ეს ფორმალური ორმხრივი შეთანხმებების საფუძველზე კეთდება. ზუსტად ასეთ ცივილიზებულ გზას ვთავაზობდით ქართულ მხარეს. სამწუხაროდ, აღნიშნული წინადადება უარყოფილია“, – განაცხადა რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

"მთლიანობაში ქართული მხარის რეაქციამ ჩვენს წინადადებებზე დაადასტურა, რომ თბილისიდან პერიოდულად გაჟღერებული განცხადებები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების თაობაზე დაინტერესებაში – მხოლოდ პროპაგანდისტული ხრიკია, რომელიც მოწოდებულია შექმნას კონტრუქციულობისა და მშვიდობისმოყვარეობის ხილვადობა. ამის სერიოზულად აღქმა არ შეიძლება", – ნათქვამია განცხადებაში.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
20