Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
რუსეთი სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობას იმეორებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მარ.'12 / 15:03

რუსეთი მზადაა გააუქმოს საქართველოსთან სავიზო რეჟიმი იმ პირობით, თუ თბილისი უარს იტყვის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონზე, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 14 მარტს სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას.

„როცა სააკაშვილმა გამოაცხადა იმის შესახებ, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს შეეძლება საქართველოში უვიზოდ შესვლა, მას დაავიწყდა ეთქვა, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, რომლის თანახმადაც ნებისმიერი, ვინც ოდესღაც ბოლო პერიოდში ომის შემდეგ, რომელიც სააკაშვილმა დაიწყო, სტუმრობდა სამხრეთ ოსეთს ან აფხაზეთს, საქართველოში სისხლის სამართლებრივ დევნას ექვემდებარება, 2–დან 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება ასეთ ადამიანს“, – იტყობინება „რია ნოვოსტი“ ლავროვის სიტყვებზე დაყრდნობით.

მისი თქმით, ამ კანონით რუსეთის ორი მოქალაქე უკვე დაზარალდა ციხეში მოხვედრით.

“ამიტომ ჩვენ საპასუხოდ ვუთხარით, რომ მზად ვართ ორმხრივ საფუძველზე შემოვიღოთ უვიზო რეჟიმი, მაგრამ ჯერ ეს კანონი იქნას გაუქმებული. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს უნდა ესმოდეთ სად მიდიან ისინი და რა ემუქრებათ იქ“, – განაცხადა ლავროვმა.

აღნიშნული პოზიცია პირველად რუსეთის საგარეო უწყებამ 2 მარტს გამოთქვა მას შემდეგ, რაც თბილისმა რუსეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ცალმხრივად შემოიღო.

მოსკოვმა ასევე გამოხატა დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის სურვილი, რაზეც ლავროვმა განაცხადა, რომ ეს იყო „რეაქცია სააკაშვილის უვიზო [რეჟიმის შემოღებაზე გაკეთებულ] განცხადებაზე“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
19