Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის კოალიციას ოფისების დაქირავებისთვის იურიდიული პირების ფინანსების გამოყენებაში ადანაშაულებენ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 14 მარ.'12 / 20:37

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის ოპოზიციური კოალიცია რეგიონული ოფისების ფართებს პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის დარღვევით ქირაობს და აღნიშნა, რომ ამ პროცესში კოალიცია იურიდიული პირების დაფინანსებას იყენებს, რაც კანონით აკრძალულია. 

14 მარტს გამოქვეყნებულ განცხადებაში კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ ის ამოწმებს შეესაბამება თუ არა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობის „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი ფინანსური დეკლარაცია რეალურ ხარჯებს და რეგიონებში ოპოზიციური აქტივისტების ახსნა–განმარტებებისთვის დაბარებაც სწორედ ამ პროცესს უკავშირდება. 

კონტროლის პალატა მწვავე კრიტიკის სამიზნე გახდა, ვინაიდან ბოლო სამი დღის მანძილზე ბიძინა ივანიშვილის კოალიციიდან ათობით ოპოზიციური აქტივისტი დაიბარა დაკითხვაზე, ძირითადად დასავლეთის რაიონებში. ივანიშვილის პარტნიორების თქმით, ეს ხელისუფლების ძალისხმევის ნაწილია, რომ „ფსიქოლოგიური ზეწოლა“ მოახდინოს ივანიშვილის მხარდამჭერებზე. ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 14 მარტს, რომ კონტროლის პალატა „პოლიტიკურ პოლიციად“ გადაიქცა.

ამ ბრალდებების უარყოფის მიზნით კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე „გარანტირებულია პოლიტიკური შეხედულებებისა და საქმიანობის თავისუფლებით“ და „ამდენად, მონიტორინგის მიზანს არ წარმოადგენს და არც შეიძლება წარმოადგენდეს ცალკეული პირების პოლიტიკური საქმიანობის შესწავლა“.

„ჩვენი მიზანია უზრუნველვყოთ პოლიტიკური დაფინანსების გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა კონტროლის პალატამ.

მისი თქმით, აუდიტის დროს მან აღმოაჩინა, რომ „ქართული ოცნების“ რეალური ხარჯები არ შეესაბამება ორგანიზაციის ფინანსურ დეკლარაციაში აღნიშნულს, კერძოდ ეს მოძრაობის ახალ რეგიონულ ოფისებს უკავშირდება.

თებერვალში ფორმირების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ცამეტი რეგიონული ოფისი გახსნა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის დაწყებული კამპანიის ფარგლებში. ერთ–ერთი ბოლო ოფისი ყვარელში 14 მარტს გაიხსნა.

კონტროლის პალატამ განაცხადა, რომ „ამ ეტაპზე დადასტურებულია ინფორმაცია“, რომ ოფისის საიჯარო კონტრაქტები დადებულია არა პოლიტიკური გაერთიანების, ან ფიზიკური პირის მიერ შემოწირულობის სახით, როგორც ამას კანონი მოითხოვს არამედ კერძო ფირმების მიერ, „მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს კერძო ფირმების მიერ პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებას“. კონტროლის პალატამ ასევე განაცხადა, რომ ანალოგიური დარღვევები გამოვლინდა სახელფასო უზრუნველყოფასთან, რემონტის ხარჯებთან და სხვა მომსახურებებთან დაკავშირებით. კონტროლის პალატის თქმით, მონიტორინგის პროცესი გრძელდება და დამატებითი ინფორმაცია საზოგადოებას მოგვიანებით მიეწოდება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
29