Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
Amnesty International-ი კონტროლის პალატის ქმედებების შესახებ
სივილ ჯორჯია, თბილისი / 16 მარ.'12 / 18:59

Amnesty International-მა განაცხადა 16 მარტს, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ოპოზიციური აქტივისტების და მხარდამჭერების „ფართომასშტაბიანი დაბარება“, რათა მათ „პასუხი გასცენ თავიანთი პოლიტიკური შეხედულებების და საქმიანობების შესახებ კითხვებს, დაშინების ეფექტს ქმნის და თავისუფალი გამოხატვისა და შეკრების უფლებათა დარღვევის რისკს ქმნის“.

კონტროლის პალატამ მიმდინარე კვირას, რეგიონებში ივანიშვილის კოალიციის ათობით, ზოგიერთი მონაცემებით ასზე მეტი, აქტივისტი და მხარდამჭერი დაიბარა, როგორც თავად აცხადებს, ოპოზიციური პარტიების ფინანსების მონიტორინგის მიზნით.

„Amnesty International-ი შეშფოთებულია იმის გამო, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით ოპოზიციური პარტიების წევრების  და მხარდამჭერების ფართომასშტაბიან დაკითხვას თან ახლდა ცნობები იმის შესახებ რომ ეს ხდებოდა სამართლებრივი გარანტიების დარღვევით და ოპოზიციის მხარდამჭერთა დაშინებით“, – აღნიშნავს ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი განცხადებაში.

Amnesty International–მა განაცხადა, რომ მან მიიღო ცნობები, რომ დაკითხვა ხშირად „აგრესიული ფორმით მიმდინარეობდა, პოლიციის უამრავი წარმომადგენლის თანდასწრებით, რომლის დროსაც ხდებოდა ადამიანების არასასურველი ჩხრეკა და მათი პირადი პოლიტიკური შეხედულებების და საქმიანობების შესახებ კითხვების დასმა და ხშირად ეს ხდებოდა ადვოკატის ყოლის უფლების არ ქონის ფონზე“.

„მხოლოდ ოპოზიციური პარტიების წევრების და სავარაუდო მხარდამჭერების შერჩევითი შემოწმება, ის ფორმა, რომლითაც ბევრი შემოწმება განხორციელდა, დასმული კითხვების შინაარსი და იმ პირთა დიდი რაოდენობა, რომლებიც დასაკითხად დაიბარეს, გვაძლევს საბაბს ვივარაუდოთ, რომ ეს ოპერაცია პოლიტიკურად მოტივირებულია და ოპოზიციური პარტიების ამჟამინდელი და პოტენციური მხარდამჭერების დაშინებას ისახავს მიზნად“, – განაცხადა Amnesty International–მა.

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას „უზრუნველყოს, რომ ინდივიდუალური პირების დაკითხვის კუთხით კონტროლის პალატის უფლებამოსილებები მხოლოდ კანონის მიზნებისთვის და მის ფარგლებში გამოიყენებოდეს“.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
39