Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
კონტროლის პალატამ ივანიშვილი 2.7 მილიონი ლარით დააჯარიმა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მარ.'12 / 15:06

ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კონტროლის პალატამ 2.72 მილიონი ლარით დააჯარიმა „უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით“.

კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 20 მარტს განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ანგარიშიდან „ქართული ოცნებისთვის“ გადარიცხული 272 597 ლარი, რომელიც მოძრაობის წევრთა ხელფასებისთვის იყო გათვალისწინებული, უკანონო პოლიტიკურ დაფინანსებას წარმოადგენს.

საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ ოფიციალურად პოლიტიკური პარტია არ არის, თუმცა კონტროლის პალატის მონიტორინგი მასზე ვრცელდება, როგორც ეს უკანასკნელი აცხადებს, მოძრაობის „გაცხადებული პოლიტიკური მიზნების“ გამო.

„უკანონო პოლიტიკური დაფინანსების ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად 16 მარტს დაჯარიმდა ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი უკანონო დაფინანსების 272 597 ლარის, ათმაგი ოდენობით“, – განაცხადა პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა.

ამ ბოლო ჯარიმის ჩათვლით, ივანიშვილის მოძრაობაზე ან მასთან დაკავშირებულ სხვა სუბიექტებსა და ინდივიდუალურ პირებზე პარტიების დაფინანსების კანონის სავარაუდო დარღვევის გამო დაკისრებული ჯარიმების საერთო მოცულობამ 6.62 მილიონი ლარი შეადგინა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
64