Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ქრისტიან–დემოკრატების ლიდერი „სამოქალაქო ომზე“ საუბრის წინააღმდეგ მოუწოდებს
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 მარ.'12 / 20:16

ქრისტიან–დემოკრატების და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას და ოპოზიციური პარტიების ნაწილს მოუწოდა იყვნენ ფრთხილები, როცა „სამოქალაქო ომის“ თაობაზე ურთიერთბრალდებებით გამოდიან, რადგან ეს „პოლიტიკური ტემპერატურის“ აწევის მიუღებელი გზაა.

ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ირაკლი ალასანიამ ხელისუფლება საარჩევნოდ უკანონო შეიარაღებული ფორმირებების შექმნაში დაადანაშაულა და ივარაუდა, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი „სამოქალაქო ომისა და დაპირისპირებისთვის“ ემზადება. სააკაშვილმა განაცხადა, რომ „დამუქრება“ სამოქალაქო ომით „უზნეობა“ და „იდიოტიზმია“.

თარგამაძის თქმით, არჩევნების წინ „ყველაზე პოპულარული თემა“ გახდა „ახალი სისხლისღვრა“ და „ძმათამკვლელი ომი“.

„არ უნდა დავამთავროთ ამაზე ლაპარაკი? და ვინ იძლევა ამის სტიმულს?“ – განაცხადა მან მთავრობის დამტკიცების დროს, 20 მარტს თავის საპარლამენტო გამოსვლაში, „ამის სტიმულს იძლევა დღევანდელი ქართული პოლიტიკური სპექტრი – ხელისუფლებაც და ოპოზიციის ის ნაწილიც, რომელსაც მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან კი არა, ჩვენი მხრიდანაც მოსახლეობის დაშინება, ეს არის ერთადერთი და სწორი გზა პოლიტიკური ტემპერატურის აწევის“.
 
მისი თქმით, ეს არის „ყველაზე საშიში გზა“ და „კიდევ ერთხელ ბეწვის ხიდზე გავლა“, რამაც 90–იანი წლების დასაწყისში შეიწირა „თაობები“ და „ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა“. ეს თუ კიდევ ერთხელ გამეორდა,  თარგამაძის თქმით, ქვეყნის გაერთიანების იდეაზე უარის თქმის ტოლფასი იქნება.

“სწორედ ამის გამო მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას და პრეზიდენტ სააკაშვილს, მოუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას და ლიდერს ვიყოთ ფრთხილები, თუნდაც სამოქალაქო ომის და დაპირისპირების ხსენებასთან დაკავშირებით, რადგან ის, რის თაობაზეც აქტიურად საუბარს იწყებენ საზოგადოებაში პოლიტიკოსები, სამწუხაროდ, როგორც წესი, ქართულ სინამდვილეში რეალობად იქცევა ხოლმე“, – განაცხადა ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2021, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
12