Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
სეპარატისტულ აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური იმართება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 24 მარ.'12 / 15:56

სეპარატისტული აფხაზეთის 35–წევრიან პარლამენტში 20 მანდატის მოსაპოვებლად დღეს მეორე ტური იმართება.

არჩევნების მეორე ტური იმ ერთმანდატიან ოლქებში იმართება, სადაც ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მოახერხა 50%–ზე მეტი ხმების მოპოვება.  სწორედ ხმების ეს რაოდენობაა საჭირო იმისათვის, რომ კანდიდატი პირველ ტურშივე გამარჯვებულად გამოცხადდეს.

საკანონმდებლო ორგანო მაჟორიტული სისტემით ირჩევა; აფხაზეთში პროპორციული სისტემით არჩევნები არ ტარდება.

10 მარტს გამართული საპარლამენტო არჩევნების დროს მხოლოდ 13–მა კანდიდატმა შეძლო გამარჯვებისთვის საკმარისი რაოდენობის ხმების მოპოვება.

ერთ ოლქში პირველი ტურის შედეგები კვლავ სადავო რჩება, ხოლო კიდევ ერთში – სოხუმის №1 საარჩევნო ოლქში განმეორებითი არჩევნები 6 მაისს გაიმართება, რადგანაც 10 მარტს იქ ამომრჩეველთა დაბალი აქტივობის გამო ვერ მოხერხდა 25%–იანი ბარიერის გადალახვა, რათა არჩევნები ჩატარებულად ჩათვლილიყო.  
 
სეპარატისტული აფხაზეთის არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა რუსეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც რეგიონი აღიარეს.   

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
30