Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბურჯალიანმა ივანიშვილის მოქალაქეობის საკითხის გადაწყვეტის კონკრეტული თარიღი არ დაასახელა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 29 მარ.'12 / 17:41

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ თინა ბურჯალიანმა განაცხადა, რომ ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება კანონით დადგენილი სამი თვის ვადაში იქნება მიღებული; თუმცა მან ასევე არ გამორიცხა, რომ ამ ვადას ოთხი დღე დაემატოს.

„მოქალაქეობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით ჩვენ გვაქვს სამთვიანი ვადა საკითხის გადაწყვეტისთვის, ეს ვადა ჯერ არ გასულა, ვადები არ დარღვეულა და კანონით დადგენილ ვადაში, ბუნებრივია, ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება და შესაბამის პირსაც ეცნობება“, – განაცხადა ბურჯალიანმა 29 მარტს პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას.

სამთავრობო საათის ინიციატორი საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისათვის“ იუსტიციის სამინისტროსგან „დეტალურ“ განმარტებას ითხოვდა,  თუ „რატომ ჭიანურდება დღემდე და რა ეტაპზეა ამჟამად ბიძინა ივანიშვილისთვის ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხი“.

ივანიშვილმა, რომელსაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებით საქართველოს მოქალაქეობა ოქტომბერში მას შემდეგ შეუწყდა, რაც მან პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადი გააკეთა, ნატურალიზაციის გზით მოქალაქეობის მიღების თაობაზე განაცხადით 5 იანვარს მიმართა ხელისუფლებას. მისი ადვოკატების განცხადებით, პასუხის გაცემის ვადა სამ თვეში, კერძოდ კი 5 აპრილს იწურება.

ბურჯალიანმა გადაწყვეტილების მიღების კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, თუმცა განაცხადა: „ხარვეზის გამოსწორებისთვის, დაახლოებით, თუ არ ვცდები 4 დღე იყო მიცემული და ეს ხარვეზის გამოსწორებისთვის გათვალისწინებული რამდენიმე დღეც დაემატება, შესაძლოა დაემატოს“.

„ყოველ შემთხვევაში, სამ თვიანი ვადა არის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული", – განაგრძო მან, "ეს სამთვიანი ვადა არ დარღვეულა და გარწმუნებთ, რომ კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან და ეს ეცნობება, ბუნებრივია, როგორც ბატონ ივანიშვილს, ისე საზოგადოებას". 

კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქედ მიღებაზე პრეზიდენტმა უარი შეიძლება უთხრას იმ პირს, რომელმაც ჩაიდინა საერთაშორისო დანაშაული მშვიდობისა და ადამიანობის წინააღმდეგ; მონაწილეობდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სახელმწიფო დანაშაულში; ან  სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, მისი საქართველოს მოქალაქედ მიღება მიზანშეუწონელია.

თავად ივანიშვილი დარწმუნებულია, რომ მოქალაქეობას დაიბრუნებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, დაახლოებით, ერთი კვირაა დარჩენილი და მისი თქმით, ამის წინააღმდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი "ეძებს ყოველგვარ გზას".  

"აბა გაბედოს და არ დამიბრუნოს მოქალაქეობა, აბა გაბედოს და არ დაიხიოს უკან“, – განაცხადა ივანიშვილმა 29 მარტს დედოფლისწყაროში კოალიცია "ქართული ოცნების" ოფისის გახსნის დროს.

უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46