Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ფანჯიკიძე: ივანიშვილის მოქალაქეობაზე მიღებული გადაწყვეტილება 'პოლიტიკურია'
სივილ ჯორჯია, თბილისი / 4 აპრ.'12 / 18:11

ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის გზით მიღებაზე უარის თქმა არის „პოლიტიკური“ გადაწყვეტილება „ძლიერი კონკურენტის“ წინააღმდეგ, თუმცა ეს ივანიშვილის პოლიტიკურ გეგმებს არ შეცვლის, განაცხადა მისმა პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

„ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ტყუილსა და უკანონობას“, – განუცხადა დღეს მან ჟურნალისტებს, „თავის დროზე ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან მას [პრეზიდენტ სააკაშვილს] შეეშინდა ძლიერი კონკურენტის. ახლაც, ეს გადაწყვეტილებაც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან სააკაშვილმა ძალიან კარგად  იცის ხალხის განწყობა, იცის რეალური რეიტინგები და იცის, რომ იგი არ არის კონკურენტუნარიანი“.

მისი თქმით, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ გეგმებში არაფერი შეიცვლება და ივანიშვილი მისი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი იქნება.

„ბიძინა ივანიშვილი დარჩება კოალიციის ლიდერი, მის კოალიციას ერქმევა „ბიძინა ივანიშვილი–ქართული ოცნება“, იგი ასევე იქნება პრემიერ–მინისტრობის კანდიდატი ამ გაერთიანებისა, ეს კოალიცია აუცილებლად გაიმარჯვებს ოქტომბრის არჩევნებში და ყველა დასახული გეგმა იქცევა რეალობად“, – აღნიშნა მან.

ფანჯიკიძის ინფორმაციით, თავად ივანიშვილი განცხადების გაკეთებას 5 აპრილისთვის გეგმავს.

საქართველოს მოქალაქეობის არ ქონა ივანიშვილს უზღუდავს  უფლებას გახდეს პარტიის ლიდერი და კენჭი იყაროს არჩევნებში. მას ასევე არ ექნება უფლება, რომ მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო აგიტაციაში.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გოკა გაბაშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეობასთან დაკავშირებით მიღებული „სამართელბრივი“ გადაწყვეტილების მიუხედავად, რომელსაც „პოლიტიკასთან“ არანაირი შეხება არ აქვს, ივანიშვილს „ქართულ პოლიტიკაში მოქმედების სრული თავისუფლება აქვს“.

საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ არავის სჯერა იმის, რომ სამოქალაქო რეესტრის დასკვნა მხოლოდ სამართლებრივი საკითხია და მასში პოლიტიკა არანაირ როლს არ ასრულებს. მისი თქმით, ქრისტიან–დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ივანიშვილს უნდა ჰქონდეს საქართველოს მოქალაქეობა, რაც ასევე მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოსთვის.

თარგამაძემ განაცხადა, რომ ეს სადავო თემა, რომლის გადაწყვეტის პროცესიც სავარაუდოდ ხანგრძლივად გაგრძელდება, შეიძლება მოგვარდეს კონსტიტუციაში ივანიშვილისთვის სპეციალური შესწორების შეტანის გზით. კერძოდ, მისი წინადადებით, ევროკავშირის წევრის ქვეყნების იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში დაიბადნენ და ბოლო 10 წელი ცხოვრობენ, საკონსტიტუციო ცვლილებებით უნდა მიეცეთ არჩევნებში კენჭისყრის უფლება.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2025, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
46