Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება
სივილ ჯორჯია, თბილისი / 5 აპრ.'12 / 17:19

პარლამენტს საკონსტიტუციო ცვლილების წინადადება წარედგინა, რომელიც, დამტკიცების შემთხვევაში, საშუალებას მისცემს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ბიძინა ივანიშვილს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე იყაროს კენჭი.

ინიციატივა პარლამენტში ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ წარადგინა; ინიციატივაზე მმართველი პარტიის დეპუტატების კომენტარები ცხადყოფს, რომ ხელისუფლება, როგორც ჩანს, ამ წინადადებას მხარს უჭერს.

5 აპრილს პრესკონფერენციაზე საუბრისას ქრისტიან–დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილება სპეციალურად ივანიშვილზეა მორგებული და მისი მიზანი პლურალისტური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაა.

მისი თქმით, ინიციატივის თანახმად, საქართველოში დაბადებულ პიროვნებას, რომელიც ქვეყანაში ბოლო ათი წლის მანძილზე ცხოვრობს და რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება. მან ასევე განაცხადა, რომ ეს წინადადება უკვე ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილების ფარგლებში უნდა იქნას განხილული, რომლის თანახმადაც  პარლამენტის დეპუტატად შესაძლოა არჩეული იქნას პირი 21 წლის ასაკიდან, ნაცვლად ამჟამად განსაზღვრული 25 წლისა.

„იურიდიული კომიტეტი და კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საჯარო განხილვას საკონტიტუციო ცვლილებების, ხვალიდან დაიწყებს განხილვას ამ საკითხზე“, – განაცხადა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ მმართველი პარტიიდან პავლე კუბლაშვილმა 5 აპრილს.

„მე ვფიქრობ, რომ ეს წინადადება მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ დასრულდეს ყოველგვარი სპეკულაციები სამართლებრივ პროცედურებთან, სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაცას ეზღუდება უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ეს უფლება არის გარანტირებული ყველა პირისათვის, ვინც დაბადებულია საქართველოში, ვინც ცხოვრობს საქართველოში ბოლო ათი წლის განმავლობაში და ვინც არის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე“, – განაცხადა მან.

„ყველას თანაბრად შეეძლება მიიღოს საქართველოში არჩევნებში მონაწილეობა და ამომრჩეველი და ხალხი გადაწყვეტს ვის ენდობა და როგორ ენდობა. ჩვენ ვამბობთ, რომ მოქალაქეობის საკითხი ივანიშვილთან დაკავშირებით არის სუფთად სამართლებრივი პროცედურა, ხოლო რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, ეს არის აბსოლუტურად სხვა საკითხი. საარჩევნო გარემო უნდა იყოს აბსოლუტურად გახსნილი, აბსოლუტურად თავისუფალი, აბსოლუტურად ღია და აბსოლუტურად დამოკიდებული მხოლოდ ჩვენი ამომრჩევლის ნებაზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკური მიზანი. შესაბამისად, ჩვენ გავეცანით ამ ინიციატივას და ვთვლით, რომ ეს ინიციატივა ამის შესაძლებლობას იძლევა“, – განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გიორგი გაბაშვილმა 5 აპრილს.

თარგამაძის ინიციატივას გამოეხმაურა ბიძინა ივანიშვილი უცხოელ დიპლომატებთან 5 აპრილს გამართულ შეხვედრაზე, სადაც მან ქრისტიან–დემოკრატების ლიდერს სააკაშვილის და ნაციონალური მოძრაობის „ადვოკატი“ და „დანამატი“ უწოდა.

„ამით უნდა [გიორგი თარგამაძეს] ელემენტარულად გზას ააცდინოს საქართველოს მოსახლეობა და აჩვენოს თითქოს, რომ სააკაშვილი კანონიერების სივრცეშია, ახალ კანონს ეძებს და ჩემზე ზრუნავს. მან კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე, რომ ის არის გაგრძელება ნაციონალური მოძრაობის და ის არის წევრი ჩვეულებრივი, და ჩვენ გვაქვს ერთპარტიული პარლამენტი“, – განაცხადა მან.

რესპუბლიკური პარტიის წევრმა თინა ხიდაშელმა განაცხადა, რომ „ცინიკურია“ კონსტიტუციის მორგება კონკრეტულ ადამიანზე. მისი თქმით, ივანიშვილს ყველა სამართლებრივი უფლება გააჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოს და არ არის საჭირო კონსტიტუციის შეცვლა იმისათვის, რომ მან საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
35