Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ბაქრაძე: ივანიშვილთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილება ‘მისაღებია’
სივილ ჯორჯია, თბილისი / 6 აპრ.'12 / 16:43

კონსტიტუციაში ცვლილების წინადადება, რომელიც საშუალებას მისცემს ოპოზიციონერ ბიძინა ივანიშვილს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე იყაროს კენჭი, „მისაღებია“, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ.

დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება სპეციალურად ივანიშვილზეა მორგებული, რომელსაც უარი უთხრეს ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე და რომელიც ამჟამად საფრანგეთის მოქალაქედ რჩება.

ინიციატივის თანახმად, საქართველოში დაბადებულ პიროვნებას, რომელიც ქვეყანაში ბოლო ათი წლის მანძილზე ცხოვრობს და რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება.

„ჩემთვის პირადად, ეს არის აბსოლუტურად მისაღები, ვინაიდან მე მხარს ვუჭერ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც დაგვეხმარება იმაში, რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს კონკურენტული და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს ყველა იმ პიროვნებამ და პოლიტიკურმა ძალამ, რომელსაც გააჩნია გარკვეული მხარდაჭერა და ამბიცია ძალაუფლებაში მოსვლის“, – განუცხადა დავით ბაქრაძემ ჟურნალისტებს 6 აპრილს.

„ჩვენ არ გვეშინია კონკურენციის და მეტოქეების; პირიქით, ჩვენი ინტერესია საქართველო განვითარდეს როგორც დემოკრატიული ქვეყანა, არჩევნები იყოს კონკურენტული, ქვეყანაში იყოს ღია პოლიტიკური გარემო, სადაც ყველას ექნება პოლიტიკური შეჯიბრის და კონკურენციის საშუალება", – აღნიშნა მან.

„სწორედ ამიტომ, ჩემთვის პირადად ეს ინიციატივა მისაღებია და ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივა ძალიან მნიშვნელოვნად და პრაქტიკულად მთლიანად მოაგვარებს იმ საკითხს, რომელიც დღეს არსებობს ზოგიერთი ჩვენი ოპონენტის მოქალაქეობასთან და პოლიტიკაში მონაწილეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა მან.

„შემოვიდა ინიციატივა, რომლითაც ყველა ბარიერი იხსნება, ყველა პრობლემა იხსნება და ნებისმიერ კანდიდატს ოპოზიციაში საშუალება ექნება, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა, მონაწილეობა მიიღოს, არჩეული იქნას, დეპუტატი გახდეს, პარლამენტის თავმჯდომარე გახდეს, პრემიერ–მინისტრი გახდეს. მე არ მესმის, რატომ უნდა ჰქონდეთ ამის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება“, – განაცხადა ბაქრაძემ.     

ინიციატივა ივანიშვილთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების მიღების თაობაზე ქრისტიან–დემოკრატიულმა მოძრაობამ წარადგინა პარლამენტში.

ივანიშვილის ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ წევრებმა განაცხადეს, რომ „ცინიკურია“ კონსტიტუციის მორგება კონკრეტულ ადამიანზე და რომ ივანიშვილს ყველა სამართლებრივი უფლება გააჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭოს და არ არის საჭირო კონსტიტუციის შეცვლა იმისათვის, რომ მან საპარლამენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36