Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
დეპუტატებს მოუწოდებენ უარი თქვან ივანიშვილზე 'მორგებულ' ინიციატივაზე
სივილ ჯორჯია, თბილისი / 10 აპრ.'12 / 16:31

კამპანიის „ეს შენ გეხება“ მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს ინიციატივა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც უფლებას მისცემს ოპოზიციურ პოლიტიკოსს, ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობა საქართველოს მოქალაქეობის გარეშე მიიღოს.

10 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში კამპანიის მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ „გარკვეულ გარემოებებსა და პიროვნებებზე“ კონსტიტუციის „მორგება“ გაუმართლებელია.

მას შემდეგ, რაც ივანიშვილს, რომელიც ამჟამად საფრანგეთის მოქალაქეა, ნატურალიზაციის გზით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე უარი უთხრეს, ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობა კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელსაც მმართველმა პარტიამაც დაუჭირა მხარი. ამ ინიციატივის თანახმად, საქართველოში დაბადებულ პიროვნებას, რომელსაც საქართველოში ათი წელი უცხოვრია და რომელიც ამჟამად ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეა, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის, პრეზიდენტის, პრემიერ–მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობების დაკავების უფლება ექნება.

„ჩვენთვის მიუღებელია პარლამენტის წევრად არჩევისა და სხვა პოლიტიკური უფლებების მინიჭება იმ პირებისთვის, რომლებიც არ არიან საქართველოს მოქალაქეები“, – ნათქვამია არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფის განცხადებაში, „ქვეყნის ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების უფლება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ. შემოთავაზებული ცვლილების მიღებით საფრთხე შეექმნება საქართველოს სუვერენიტეტს, ვინაიდან იგი გამოიწვევს  საქართველოს საშინაო საქმეებში სხვა ქვეყნების მოქალაქეების ჩარევას. სწორედ ამ არგუმენტის გათვალისწინებით უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აკრძალული აქვთ პოლიტიკური პარტიების დაფინანსება“ საქართველოში.
 
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ამგვარი ინიციატივები საფრთხის ქვეშ აყენებენ კონსტიტუციის მნიშვნელობას, „რაც მკვეთრად უარყოფითად აისახება ქვეყანაში კანონის უზენაესობაზე“.
 
„მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის თითოეულ წევრს, პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციასა და ქვეყნის სუვერენიტეტს, უარი თქვან არამართებულ ინიციატივაზე და საკანონმდებლო ორგანოს წევრის მანდატი არ გამოიყენონ ხელოვნურად შექმნილი პრობლემების გაუმართლებელი გზებით გადაჭრისთვის“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
31