Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ტერაქტების საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვა კვლავ გადაიდო
სივილ ჯორჯია, თბილისი / 20 აპრ.'12 / 17:18

საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების განხორციელებაში ბრალდებულების საქმეზე სააპელაციო სასამართლოს სხდომა 20 აპრილს, უკვე მეორედ, გადაიდო და ამის მიზეზი კვლავ ის გახდა, რომ მსჯავრდებულები სასამართლო პროცესზე არ მიიყვანეს.

მოსამართლის, მიხეილ ბებიაშვილის განცხადებით, სასამართლომ 18 აპრილის სხდომის გადადების შემდეგ წერილობით მიმართა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს მსჯავრდებულების არ მიყვანის მიზეზების გასარკვევად, თუმცა მოსამართლის თქმით, ოფიციალური პასუხი მას ჯერ კიდევ არ მიუღია.

„დღევანდელ ფაქტზეც წერილობით მიმართვას კვლავ გავაგზავნით. სხვა ბერკეტი სასამართლოს არ გააჩნია“, – განაცხადა მოსამართლემ 20 აპრილს და სასამართლო პროცესი 24 აპრილისთვის გადადო.

საქმე ეხება 2010 წელს საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ რამოდენიმე აფეთქებას და ასევე აფეთქების მცდელობას, რომლებიც ხელისუფლების მტკიცებით, აფხაზეთში მყოფი რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრის ევგენი ბორისოვის დავალებით განხორციელდა. საუბარია 2010 წლის 22 სექტემბერს თბილისში აშშ–ის საელჩოს ტერიტორიის სიახლოვეს მომხდარ აფეთქებაზე; 21 ოქტომბერს თბილისის რკინიგზის სადგურთან ორ აფეთქებაზე; 2 ოქტომბერს ხობის რაიონში ჭალადიდის სარკინიგზო ხიდზე აფეთქების მცდელობაზე; 28 ნოემბერს მუხიანსა და ლეიბორისტული პარტიის ცენტრალურ ოფისთან მომხდარ აფეთქებებზე. ამ უკანასკნელს ერთი ქალბატონი ემსხვერპლა.

საქმეში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა მერაბ ყოლბაიაა, მეტსახელად „კოჭოია“. ის ქართველმა სამართალდამცველებმა გალის რაიონში 2011 წლის თებერვალში დააკავეს. იმავე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ, რომელიც პირველი ინსტანციის სასამართლოა, ყოლბაია, სხვა ბრალდებულებთან ერთად, ტერორისტული აქტების განხორციელებაში დამნაშავედ ცნო და მას 30–წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მაშინ ყოლბაიამ აღიარებითი ჩვენება მისცა. მან, სხვა რამოდენიმე მსჯავრდებულთან ერთად, განაჩენი გაასაჩივრა და საქმე ახლა სააპელაციო სასამართლოშია.

მისი ადვოკატი მათე ხარჭამაძე მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი „შეგნებულად ჭიანურდება“ მას შემდეგ, რაც 12 აპრილს ყოლბაიამ სასამართლოს განუცხადა, რომ ის თავდაპირველი აღიარებითი ჩვენების შეცვლას გეგმავდა.

ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი აპირებდა სასამართლოსთვის „სიმართლე“ ეთქვა და განეცხადებინა, რომ ის უდანაშაულოა და რომ აღიარებითი ჩვენება მას „წამებით, მუქარით, არაადამიანური მოპყრობით მიაცემინეს“.

ამ საქმის განხილვა პირველი ინსტანციის სასამართლოში დახურული იყო; იგივე რეჟიმში დაიწყო სააპელაციო სასამართლოშიც საქმის განხილვა, თუმცა მოსამზადებელი სხდომის შემდეგ, პროცესი 12 აპრილიდან საჯარო გახდა და მან თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ დიდ დარბაზში გადაინაცვლა. დარბაზში, სპეციალურად ამ საქმის გადასაღებად, ოთხი ვიდეო კამერაა განთავსებული და როგორც ადვოკატებს განუმარტეს, გადაღება „სასამართლოს დაკვეთა“ ხდებოდა. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლოა დოკუმენტური ფილმისთვის ან რომელიმე სატელევიზიო შოუსთვის კეთდებოდეს.

ერთ–ერთი მსჯავრდებულის დავით კეკუტიას ადვოკატის, გელა ნიკოლაიშვილის განცხადებით, ადვოკატებს სხდომების ვიდეო გადაღების საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. მათ სასამართლოსგან სანაცვლოდ აუდიო  ჩაწერის უფლება მოითხოვეს, რაც მოსამართლის მხრიდან დაკმაყოფილდა.

„სასამართლოს უფლება აქვს გადაიღოს, მაგრამ ასე მოულოდნელად გახსნან [სხდომები], კამერები მოიტანონ, შეავსონ დარბაზი, რაღაც სპექტაკლის დადგმას გავს“, – განაცხადა გელა ნიკოლეიშვილმა და დასძინა რომ ალბათ განზრახვა იყო „სპექტაკლის სახით დაეფიქსირებინათ, როგორ აღიარებენ ესენი დანაშაულს და როგორ კარგად გამოძიებული საქმეა“.

კიდევ ერთი მსჯავრდებული, რომელმაც გამოძიებას და შემდეგ კი პირველი ინსტანციის სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა, არის გოგიტა არქანია. თუმცა ახლა მისი ადვოკატი აცხადებს, რომ არქანია ჩვენების ნაწილობრივ შეცვლას აპირებს. კერძოდ, ადვოკატის თქმით, არქანია მართალია აღიარებს თბილისში განხორციელებულ ტერაქტებში მონაწილეობას, მაგრამ უარყოფს ხობის რაიონში სარკინიგზო ხიდის აფეთქების მცდელობასთან კავშირს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2018, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
36