Civil.ge-ს შესახებ
Eng | ქარ | Рус
ბოლო განახლება: 11:10 - 28 აპრ.'18
RSS
Mobile
Twitter
Facebook
ივანიშვილის პოლიტიკური პარტია დაფუძნდა
სივილ ჯორჯია, თბილისი / 21 აპრ.'12 / 18:31


მანანა კობახიძე, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დროებითი თავმჯდომარე პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე 21 აპრილს. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

მილიარდერი ოპოზიციონერის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ დამფუძნებელი ყრილობა დღეს თბილისში გაიმართა.

ივანიშვილს, რომელმაც საკუთარი პარტიის საინიციატივო ჯგუფი თებერვალში წარადგინა, საქართველოში პოლიტიკური პარტიის შექმნის ან თავმჯდომარეობის უფლება არ აქვს, ვინაიდან ის საფრანგეთის მოქალაქეა, ხოლო დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილება, რომელიც მას საქართველოს მოქალაქეობის მიღების გარეშე მიანიჭებს პოლიტიკურ უფლებებს, პარლამენტს ჯერ არ მიუღია.

ამის გამო პარტიამ დროებით თავმჯდომარედ ადვოკატი მანანა კობახიძე აირჩია, რომელიც ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" ყოფილი აღმასრულებელი დირექტორია.

ადვოკატ არჩილ კბილაშვილის განცხადებით, კობახიძე პარტიას მანამ უხელმძღვანელებს „ფორმალურად“, ვიდრე ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური უფლებები აღუდგება.    

დეკემბერში ივანიშვილმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“ დააფუძნა, რომელიც ფორმალურად პარტია არ არის, თუმცა მილიარდერი პოლიტიკოსის პოლიტიკური საქმიანობის პლატფორმას წარმოადგენს; თებერვალში ივანიშვილმა ოპოზიციური კოალიცია ჩამოაყალიბა, რომლის შემადგენლობაშიც რესპუბლიკური პარტია, ჩვენი საქართველო–თავისუფალი დემოკრატები და ეროვნული ფორუმი შევიდნენ, ხოლო აპრილში მას მრეწველთა პარტიაც შეუერთდა. ივანიშვილის ხუთპარტიული კოალიცია ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ბლოკის სახით გეგმავს მონაწილეობას.

ყოფილი სახალხო დამცველი სოზარ სუბარი, რომელიც გასული წლის ბოლომდე ქართული პარტიის თავმჯდომარე იყო, დამფუძნებელ ყრილობაზე „ქართული ოცნება–დემოკრატიული საქართველოს“ 11–წევრიანი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს – პოლიტიკური საბჭოს წევრად იქნა არჩეული.

პოლიტსაბჭოს  შემადგენლობაში ასევე შევიდნენ: საქართველოს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე; ჭადრაკის საერთაშორისო დიდოსტატი ზურაბ აზმაიფარაშვილი; უსაფრთხოების პოლიტიკის ექსპერტი და ივანიშვილის ერთ–ერთი მრჩეველი ირაკლი სესიაშვილი; მწერალი გურამ ოდიშარია; გაზეთ „რეზონანსის“ ყოფილი ჟურნალისტი ელისო ჩაფიძე; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დოქტორი ნოდარ ხადური; აკადემიკოსი ივანე კიღურაძე; ეროვნული ფორუმის ყოფილი წევრი გელა ხვედელიძე; ქურთთა უფლებების დამცველი თამაზ ავდალიანი; და ყოფილი დეპუტატი გუგული მაღრაძე.

პარტიის დაფუძნებისთვის საჭირო ხანგრძლივი ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი  სიტყვით გამოვიდა და პარტიის დეკლარაცია წაიკითხა, სადაც კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი პარტიის მიზანს ხელისუფლებაში არჩევნების გზით მოსვლის თაობაზე.

მან პირობა დადო, რომ ააღორძინებს სოფლის მეურნეობას, მათ შორის სახელმწიფო ინვესტიციების და ფერმერთა კოოპერატივების შექმნის გზით; შემოიღებს ე.წ. დაუბეგრავ მინიმუმს, რაც იმას ნიშნავს, რომ გაუქმდება 20%–იან საშემოსავლო გადასახადი მათთვის, ვისი შემოსავალიც საარსებო მინიმუმს უტოლდება; მისი თქმით, ყველა მოქალაქე იქნება დაზღვეული „საბაზისო პაკეტით, რომელიც იქნება უფრო ფართო, ვიდრე ხელისუფლება სთავაზობს ყოველ მეორეს“. ივანიშვილმა ასევე განაცხადა, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს ევრო–ატლანტიკური ინტეგრაცია და დასძინა, რომ რუსეთთან ურთიერთობის „ნორმალიზება“ ასევე მნიშვნელოვანია; მისი თქმით, საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობის პროგნოზირებადი პარტნიორი უნდა გახდეს.

ამავე თემაზე
უახლესი ამბები
28 აპრ.'18 11:10
ვანის და ხონის საარჩევნო ოლქში შუალედური საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს
ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში არჩევნებში ხუთი პარტიის და ერთი საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელები მონაწილეობენ.
27 აპრ.'18 18:49
ქართველი პოლიტიკოსები ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებას აფასებენ
ბიძინა ივანიშვილს ქართული ოცნების თავმჯდომარედ პარტიის ყრილობაზე აირჩევენ, რომელიც უახლოეს პერიოდში შედგება.
27 აპრ.'18 18:09
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს ესტუმრება
ვეს მიტჩელი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდება და ნატო-საქართველოს სახალხო დიპლომატიის ფორუმზე გამოვა სიტყვით.
26 აპრ.'18 19:07
სტოლტენბერგი: საქართველო ნატოს ‘ძალიან ახლო’ პარტნიორია
ნატოს გენერალური მდივნის თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქვეყნის პროგრესს აღიარებს.
26 აპრ.'18 16:47
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების თავმჯდომარე გახდება
პრემიერ კვირიკაშვილის თქმით, ივანიშვილს შესწევს ძალა გააძლიეროს პოლიტიკური პარტია და მას „ახალი დინამიკა“ შესძინოს.
25 აპრ.'18 18:33
ხაჯიმბამ მთავრობის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა
გენადი გაგულიას ორჯერ ეკავა ოკუპირებული რეგიონის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა.
25 აპრ.'18 15:17
საქართველოს რეიტინგი პრესის თავისუფლების ინდექსში გაუმჯობესდა
საქართველოს პოსტ-საბჭოთა ქვეყნებიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნების გარდა, არცერთი ქვეყანა არ უსწრებს.
25 აპრ.'18 14:18
გახარია ლიტვაში საგარეო და შინაგან საქმეთა მინისტრებს შეხვდა
საქართველოს და ლიტვის ოფიციალურმა პირებმა ევროკავშირთან უვიზო რეჟიმზე და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
24 აპრ.'18 17:29
განსხვავებული რეაქციები საქართველოში სომხეთის პროტესტზე
მმართველი პარტიის დეპუტატმა განაცხადა გუშინ, რომ „მთავარია მშვიდი ვითარება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში“.
24 აპრ.'18 12:42
ცხინვალის ლიდერი იალტის ფორუმს დაესწრო და სირიის, იტალიის და სერბეთის დელეგაციებს შეხვდა
ანატოლი ბიბილოვმა 19-21 აპრილს იალტის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

სივილ ჯორჯიას შესახებ
Civil.Ge © 2001-2019, ახალი ამბები საქართველოდან
რეგისტრაციის ადგილი: დოლიძის ქ. 2, IV სართული.
25